1. ფეთქებადი მასალების საწყობებისათვის მეხდაცვა უნდა მოეწყოს მეხდაცვის დაპროექტების, მოწყობისა და ექსპლუატაციის შესაბამისი სტანდარტის თანახმად.
2. ზედაპირული, ნახევრად ჩაღრმავებული და ჩაღრმავებული მუდმივი და დროებითი ფეთქებადი მასალების საწყობების სათავსებისათვის, მიწის ზედაპირზე განლაგებული ფეთქებადი მასალების მოსამზადებელი შენობებისათვის, აგრეთვე ელექტროდეტონატორებიანი სარტყამი ვაზნების დამზადების პუნქტებისათვის უნდა მოეწყოს დაცვა მეხის როგორც პირდაპირი დარტყმის, ისე მეორეული ზემოქმედებისაგან.
3. ფეთქებადმასალებიანი კონტეინერების შესანახი მოედნები და ფეთქებადმასალებიანი სატრანსპორტო საშუალებების დგომის პუნქტები დაცული უნდა იყოს მხოლოდ მეხის პირდაპირი დარტყმისაგან.
4. მეხდაცვა უნდა შემოწმდეს ჭექა-ქუხილის პერიოდის დადგომამდე, ან გამოვლენილი დაზიანების შემთხვევაში. მეხდაცვის მოწყობილობის გარეგანი დათვალიერება უნდა ჩატარდეს თვეში ერთხელ.
5. მეხდაცვის შემოწმებისას უნდა ჩატარდეს მეხდაცვის მოწყობილობის გარეგანი დათვალიერება და დამამიწებლების წინაღობის გაზომვა. დათვალიერების შედეგები უნდა გაფორმდეს ოქმით.