1. გაზსავსები სადგურების, ბალონების საშუალედო საწყობების,ავტომანქანების გაზგასამართი სადგურების ელექტრომოწყობილობების შერჩევა, უნდა მოხდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

2. სატუმბ-საკომპრესოროს, შევსებისა და ამაორთქლებელი განყოფილებების სათავსებში უნდა მოეწყოს დამატებითი საავარიო განათება.

3. ელექტრომომარაგების სქემა, ხანძრის გაჩენის და აფეთქებასაშიში კონცენტრაციის შემთხვევაში, უნდა ითვალისწინებდეს ტექნოლოგიური მოწყობილობების ავტომატურ გამორთვას.

4. შენობა-ნაგებობებისათვის, გარე ტექნოლოგიური დანადგარებისა და კომუნიკაციებისათვის, აფეთქებასაშიში ზონებისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს მეხდაცვა. შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

თავი V