1. ავტომანქანების გაზგასამართი სადგურები განთავსების პირობა უნდა აკმაყოფილებდეს იგივე პიროპებს რაც ავტომანქანების გაზგასამართი პუნქტი.
2. ავტომანქანების გაზგასამართი სადგურების შემადგენლობაში შესაბამისი სტანდარტის მიხედვით გათვალისწინებულ უნდა იყოს გაზის შესანახი რეზერვუარები, ჩამოსაცლელი და გასამართი სვეტები, საწარმოო შენობა გაზის გადასატუმბად საჭირო დანადგარებისათვის, სავენტილაციო და სხვა მოწყობილობა, აგრეთვე საყოფაცხოვრებო სათავსები.
3. ავტომანქანების გაზგასამართი სადგურების ტერიტორია ავტოტრანსპორტის მისასვლელის გარდა უნდა შემოიღობოს უწვავი მასალის ისეთი ღობით, რომელიც უზრუნველყოფს ტერიტორიის განიავებას.
4. განაშენიანების ფარგლებში ავტომანქანების გაზგასამართი სადგურების ტერიტორიაზე განლაგებული რეზერვუარების მაქსიმალური ტევადობა უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.
5.ავტომანქანების გაზგასამართი სადგურებისათვის გათვალისწინებული შენობები, რეზერვუარები, მოწყობილობა და საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები უნდა აკმაყოფილებდეს გაზსავსები სადგურისა და გაზსავსები პუნქტების ანალოგიური ობიექტებისა და კომუნიკაციებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.
6. მინიმალური მანძილები ავტომანქანების გაზგასამართი სადგურების რეზერვუარებიდან რეგულირდება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
7. ავტომანქანების გაზგასამართი სადგურების ტერიტორიაზე დაუშვებელია საცხოვრებელი სათავსებისა და ისეთი წარმოებების განლაგება, რომლებიც არ შედის სადგურის შემადგენლობაში, აგრეთვე ისეთი მოწყობილობისა და ხელსაწყოებისა, რომლებშიც გამოყენებულია ღია ცეცხლი.
თავი