1. გაზსავსები პუნქტები განკუთვნილია უპირატესად საავტომობილო ტრანსპორტით მოწოდებული გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების მისაღებად, შესანახად და მომხმარებლებისათვის ბალონებით მისაწოდებლად.
2. გაზსავსები პუნქტების შენობა-ნაგებობები და მოწყობილობა უნდა დაპროექტდეს იმ მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებიც წაეყენება გაზსავსები სადგურების ანალოგიურ შენობა-ნაგებობებსა და მოწყობილობას, აგრეთვე ამ ქვეთავის დამატებითი მითითებების გათვალისწინებით.
3. გაზსავსებ პუნქტში შესანახი ბაზის ტევადობა უნდა განისაზღვროს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
4. გაზსავსები პუნქტი ,როგორც წესი, უნდა განლაგდეს, დასახლებული პუნქტის ტერიტორიის ფარგლებში, შესაძლებლობისამებრ საცხოვრებელი განაშენიანებისაკენ გაბატონებული ქარების საწინააღმდეგო მიმართულებით.
5. გაზსავსები პუნქტის სამშენებლო მოედნის შერჩევა უნდა მოხდეს გარედან მისი შემოღობვის შესაძლებლობების გათვალისწინებით, შესაბამისი სტანდარტის მიხედვი