1. ჩამოსასხმელი მოწყობილობის მომსახურებისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს უწვავი მასალის ესტაკადები ჩამოსასხმელი მოწყობილობის ცისტერნებთან მისაერთებლად.
2. რკინიგზის ცისტერნებიდან გაზის ჩამოსასხმელ მილსადენებზე, გაზსავსები სადგურის სტაციონარული მილსადენების სატრანსპორტო საშუალებათა ჩამოსასხმელ მოწყობილობებთან მიერთების უშუალო სიახლოვეს, შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნით გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
ა) უკუსარქველი-თხევადი ფაზის მილსადენებზე;
ბ) სწრაფმოქმედი სარქველი-ორთქლის ფაზის მილსადენებზე;
გ) გამომრთველ მოწყობილობამდე შტუცერი გამომრთველი მოწყობილობით, ნარჩენი გაზის მილსადენების სისტემაში ჩასაცლელად ან გამქრევ სანთელზე გასაშვებად.
3. გაზსავსები სადგურში ავტოცისტერნებით მიწოდებული გაზის ჩამოსაცლელად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჩამოსაცლელი სვეტებ