1. გაზსავსები სადგურის მილსადენებში გაზის თხევადი და ორთქლის ფაზების გადასაადგილებლად შესაბამისი სტანდარტის მიხედვით გათვალსიწინებულ უნდა იქნეს ტუმბოები, კომპრესორები და საორთქლებელი (თბომცვლელი) დანადგარები.
2. კომპრესორები უნდა განლაგდეს სათავსებში, სადაც უზრუნველყოფილია გათბობა. იმ სათავსების იატაკი, რომლებშიც განლაგებულია ტუმბოები და კომპრესორები, უნდა იყოს დამზადებული შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
3. ტუმბოები და კომპრესორები უნდა დაიდგას ისეთ საძირკვლებზე, რომლებიც არ არის დაკავშირებული სხვა მოწყობილობების საძირკვლებთან ან შენობის კედლებთან.
4. ერთ რიგში ორი ან მეტი ტუმბოს ან კომპრესორის განლაგებისას მანძილები გათვალსიწინებული უნდა შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
5. ტუმბოებისა და კომპრესორების შემწოვ მილსადენებზე შესაბამისი სტანდარტის მიხედვით გათვალისწინებულ უნდა იქნეს გამომრთველი მოწყობილობა, დამწევ მილსადენებზე კი გამომრთველი მოწყობილობა და უკუსარქვლები.
6. ტუმბოების წინ შესაბამისი სტანდარტის მიხედვით გათვალისწინებული უნდა იყოს ფილტრები გამქრევი მილსადენებით, ტუმბოების შემდეგ კი - დამწნევ მილსადენებზე გამქრევი მილსადენები, რომელთა გაერთიანებაც დასაშვებია ფილტრების გამქრევ მილსადენებთან. ტუმბოების სადაწნეო კოლექტორზე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ტუმბოების შემწოვ მილსადენებთან გაერთიანებული გადამშვები მოწყობილობა. ჩამკეტი არმატურის დამონტაჟება გადამშვებ მოწყობილობაზე დაუშვებელია.
7. კომპრესორების შემწოვ მილსადენებზე შესაბამისი სტანდარტის მიხედვით გათვალისწინებული უნდა იქნეს კონდენსატშემკრებები, დამწნევ მილსადენებზე კომპრესორების შემდეგ კი-ზეთგამომყოფები. კონდენსატშემკრებები უნდა აღიჭურვოს დონის სიგნალიზატორებითა და სადრენაჟო მოწყობილობით.
8. დონის სიგნალიზატორები ბლოკირებული უნდა იყოს კომპრესორებთან, რითაც უზრუნველყოფილი იქნება კომპრესორის გამორთვა კონდენსატშემკრებებში გაზის მაქსიმალური დონის მიღწევისას.
9. ტუმბოები და კომპრესორები უნდა აღიჭურვოს ავტომატიკით, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროკვების შეწყვეტას, შემდეგ შემთხვევაში:
ა) სათავსის დაგაზიანებისას;
ბ) ტუმბოს ან კომპრესორის დამწნევ მილსადენებში წნევის გაზრდისას;
გ) მაქსიმალური დონის მიღწევისას შესავსებ რეზერვუარში (აგრეგატებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია რეზერვუარების შესავსებად).
10. ბალონების შევსების საშუალებებისაგან დამოუკიდებლად, მათი შევსების კონტროლი გათვალისწინებული უნდა იქნეს აწონვით ან სხვა ზუსტი მეთოდით. ზამთარში ჰერმეტულობის კონტროლის უზრუნველსაყოფად საჭიროა გაზის შემთბობი დანადგარების გათვალისიწენება.
11. ორთქლისა და თხევადი ფაზების მილსადენებზე, სვეტების სტაციონარული მილსადენების ავტომანქანების შევსებისა და გაზგასამართ მოწყობილობასთან შეერთების ადგილებთან უშუალო სიახლოვეს, გათვალისიწინებულ უნდა იქნეს საპეციალური სარქველები, რომლებიც შესავსები და გაზგასამართი მოწყობილობის ჰერმეტულობის დარღვევისას გამორიცხავს ატმოსფეროში გაზის გადინებას.
12. თხევადი და ორთქლის ფაზების მილსადენებზე, რომლებიც უერთდება შესავსებ და ავტოგაზგასამართ სვეტებს, გათვალისიწინებულ უნდა იქნეს გამომრთველი მოწყობილობა.ჯგუფს შიგნით მიწისზედა რეზერვუარებს შორის მანძილები განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
13. გაზსავსები სადგურიგნგ-ს შესათბობად შენობის გარეთ გათვალისწინებული ამაორთქლებლები და თბომცვლელები (შემდგომში-საორთქლებელი მოწყობილობა) უნდა განლაგდეს გნგ-ს რეზერვუარებიდან შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
14. საორთქლებლებს შორის დაცილება უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
15. გაზსავსები სადგურში დაუშვებელია ისეთი საორთქლებლების გათვალისწინება, რომლებშიც გამოყენებულია ღია ცეცხლ