1. გაზსავსები სადგურის საწარმოო ზონაში გაზსადენების გაყვანა გათვალისწინებულ უნდა იქნეს მიწის ზემოთ, შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

2. თხევადი გაზის მილსადენების ჰიდრავლიკური გაანგარიშება უნდა განხორციელდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

3. თხევადი ფაზის მიწისზედა გაზსადენების იმ უბნებზე, რომლებიც შემოზღუდულია ჩამკეტი მოწყობილობით, მათზე მზის სხივების ზემოქმედებით წნევის ზრდისგან დასაცავად, ჩამკეტი მოწყობილობის პარალელურად, გათვალისწინებული უნდა შესაბამისი სტანდარტის მიხედვით უკუსარქველი და დამცავი სარქველი რომელიც უზრუნველყოფს გაზის გადადინებას.

4. სატუმბ-საკომრესოროს, ბალონების შევსების, დაცლისა და დეგაზაციის, სამღებრო და სხვა სათავსებში შესაბამისი სტანდარტის მიხედვით უნდა განლაგდეს გაზის საშიში კონცენტრაციის სასიგნალო მოწყობილობა, აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იყოს ბალონებიდან თხევადი ნარჩენების მიმღები საცავების მოწყობა, განთავსება და ატმოსფერული ჰაერის დაცვა მავნე ნივთიერებების ემისიისაგან.

5. გაზსავსებ სადგურში თხევადი გაზის მიწისქვეშა და მიწისზედა რეზერვუარებისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები და დამცავი არმატურა.

6. მიწისზედა და მიწისქვეშა რეზერვუარებისათვის დამცავი სარქველების გამტარუნარიანობა განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

7. რეზერვუარების დამცავი სარქველებიდან გაზის არინება გათვალისწინებულ უნდა იქნეს გამქრევი (საგდები) მილსადენებით, შესაბამისი სტანდარტის მიხედვი