1. ჩამკეტი არმატურა, უკუსარქვლები და ჩქაროსნული სარქვლები უნდა უზრუნველყოფდეს სწრაფ და საიმედო გამორთვას.

2. არმატურის მქნევარებზე აღნიშნული უნდა იყოს ბრუნვის მიმართულება არმატურის გაღებისას და დაკეტვისას.

3. არმატურის მომსახურება და მიმდინარე რემონტი წარმოებს ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციის შესაბამისად.

4. რეზერვუარები და გაზსადენები აღჭურვილი უნდა იყოს მცველი საგდები სარქვლებით. აკრძალულია ტექნოლოგიური მოწყობილობის ექსპლუატაცია უწესივრო და დაურეგულირებელი მცველი საგდები სარქვლები