მუხლი 15. ჩამკეტი და ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურა
თავი IV — არმატურა, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები, დამცავი მოწყობილობა
1. არმატურას უნდა გააჩნდეს შესაბამისი მარკირება.
2. პირველი ჯგუფის ნივთიერებებისათვის განკუთნილ ჭურჭლებს, აგრეთვე ცეცხლიანი ან აირიანი გათბობის ამაორთქლებლებს, ტუმბოდან ან კომპრესორიდან მიმყვან ხაზზე უნდა ჰქონდეს ჭურჭლიდან წნევის მეშვეობით ავტომატურად ჩამკეტი უკუსარქველი, რომელიც უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში.
3. ლეგირებული ფოლადის ან ფერადი ლითონისაგან დამზადებულ არმატურას 20 მმ-ზე მეტი პირობითი დიამეტრით, უნდა ჰქონდეს დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაცია, მათ შორის /სერტიფიკატ