1. ჭურჭლებისა და მათი ელემენტების რეკონსტრუქციას, მონტაჟს, გამართვას და რემონტს უნდა ახორციელებდეს, შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფილი და კვალიფიკაციის მქონე პირი.
2. ჭურჭლების რეკონსტრუქცია, მონტაჟი, გამართვა და რემონტი უნდა განხორციელდეს სტანდარტის მოთხოვნებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მითითებების მიხედვით.
3. ჭურჭლის რეკონსტრუქციის, მონტაჟის და რემონტისთვის გამოყენებული მასალა უნდა უზრუნველყოფდეს მის გამართულ მუშაობას ვარგისიანობის ვადის განმავლობაში მაქსიმალურ/მინიმალურ საანგარიშო ტემპერატურაზე და წნევაზე, ასევე არ უნდა ახასიათებდეს კოროზიული აქტიურობა და აფეთქებასაფრთხიანობა.
4. ყოველი უნაკერო და შედუღებული მილის გამოცდის პირობები უნდა განისაზღვროს სტანდარტის მიხედვით. ასევე ქანჩების, სარჭების და ჭანჭიკების მასალები უნდა შეესაბამებოდეს დამამზადებლის მიერ განსაზღვრულ მასალებს და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სტანდარტებ