1. ჭურჭლის კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს ექსპლუატაციის უსაფრთხოებას ვარგისიანობის საანგარიშო ვადის განმავლობაში და იძლეოდეს ტექნიკური შემოწმების, გაწმენდის, გარეცხვის, სრული დაცლის, გაქრევის, რემონტის, ლითონისა და შეერთებების საექსპლუატაციო კონტროლის შესაძლებლობას.

2. ყოველი ჭურჭლისათვის უნდა იყოს დადგენილი და ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული ვარგისიანობის საანგარიშო ვადა ექსპლუატაციის პირობების გათვალისწინებით.

3. მოწყობილობა, რომელიც დაბრკოლებას უქმნის ჭურჭლის გარე და შიგა დათვალიერებას, უნდა იხსნებოდეს (სარევები, კლაკნილები, პერანგები, თეფშები, ტიხრები და სხვა სამარჯვები). მიდუღებული მოწყობილობის გამოყენებისას გარე და შიგა დათვალიერების ჩასატარებლად შესაძლებელი უნდა იყოს მისი მოხსნა და შემდგომში ადგილზე დაყენება.

4. თუ ჭურჭლის კონსტრუქცია რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად არ იძლევა გარე და შიგა დათვალიერების და /ან ჰიდრავლიკური გამოცდის ჩატარების შესაძლებლობას, მფლობელი ვალდებულია განახორციელოს ჭურჭლის უსაფრთხოების კონტროლი დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციის და/ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტის (შემდგომში–სტანდარტი) მიხედვით.

5. ყოველ ჭურჭელზე გათვალისწინებული უნდა იყოს გაღების წინ მასში წნევის არარსებობაზე კონტროლის უზრუნველმყოფი ვენტილი, ონკანი ან სხვა მოწყობილობა. ამასთანავე შიგთავსის არინება უნდა გახორციელდეს უსაფრთხოდ.

6. ჭურჭლისა და მისი ელემენტების ექსპლუატაცია ციკლური დატვირთვის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს არაუმეტეს დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული დატვირთვისა.

7. ჭურჭელს, რომელიც ექსპლუატაციის პროცესში იცვლის თავის მდგომარეობას სივრცეში, უნდა გააჩნდეს სამარჯვები, რომელიც უზრუნველყოფს ჭურჭლის მდგრადობას და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას.

8. ლუკების, სამზერებისა და შტუცერების გამაგრების საყელოებს უნდა გააჩნდეთ ჰერმეტულობის გასაკონტროლებელი საშუალება.

9. ჭურჭლების ჩამიწება და ელექტრული მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს ელექტროდანადგარების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

10. გაუმართაობების, აგრეთვე ექსპლუატაციის პროცესში რეგლამენტის და ინსტრუქციების დარღვევების გამოვლენისას მფლობელმა უნდა გაატაროს ღონისძიებები ამ გაუმართაობების ან დარღვევების აღმოსაფხვრელად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მიიღოს ზომები ჭურჭლის მუშაობის შესაჩერებლა