1. ტექნიკური რეგლამენტი წნევაზე მომუშავე ჭურჭლების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (შემდგომში- რეგლამენტი) სავალდებულოა შესასრულებლად წნევაზე მომუშავე ჭურჭლის ყველა მფლობელისთვის.
2. რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს ექსპლუატაციაში მყოფი წნევაზე მომუშავე ჭურჭლების ექსპლუატაციის, რეკონსტრუქციის და მონტაჟისადმი.
3. რეგლამენტის მოთხოვნები ვრცელდება წნევაზე მომუშავე ჭურჭლებზე, რომლებსაც გააჩნიათ ამ რეგლამენტით განსაზღვრული მახასიათებლები და პარამეტრები.
4. რეგლამენტის მოთხოვნები არ ვრცელდება შემდეგი სახის წნევაზე მომუშავე ჭურჭლებზე:
ა) ტურბინების, გენერატორების და ტუმბოების შეზეთვისა და ჰერმეტიზირების სისტემაში შემავალ ჭურჭლებზე;
ბ) ჭურჭლებზე, რომლებიც ჩართულია ნავთობისა და გაზის მომპოვებელ დახურულ სისტემაში და არის მათი კონსტრუქციული შემადგენლობის ელემენტი;
გ) ჭურჭლებზე, რომლებიც წნევის ქვეშ იმყოფებიან პერიოდულად მათში მოთავსებული არეებისაგან დაცლისათვის;
დ) სამედიცინო მანიპულაციებისთვის განკუთვნილ წნევაზე მომუშავე ჭურჭლებზე;
ე) შეკუმშული და გათხევადებული გაზების შემცველ ჭურჭლებზე, რომელთა დანიშნულებაა სატრანსპორტო საშუალებების ძრავების საწვავით უზრუნველყოფა;
ვ) ბირთვულ ობიექტებზე გამოსაყენებელ წნევაზე მომუშავე ჭურჭლებზე;
ზ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე გამოსაყენებელ წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე.
5. იმ შეთხვევაში როდესაც ხდება წნევაზე მომუშავე ჭურჭლის რეკონსტრუქცია, მასზე ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივნისის №151 დადგენილებით დამტკიცებული „წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებ