1. ყოველ ჭურჭელს თან უნდა ახლდეს დამამზადებლის მიერ შედგენილი მონტაჟისა და ექსპლუატაციის ტექნიკური დოკუმენტაცია.

2. თითოეულ ჭურჭელზე დამაგრებული უნდა იყოს სათანადო ინფორმაციის შემცველი ფირფიტა, სტანდარტის მიხედვით.

3. ფირფიტაზე დატანილი უნდა იყოს:

ა) დამამზადებლის დასახელება ან მისი სასაქონლო ნიშანი;

ბ) ჭურჭლის დასახელება ან აღნიშვნა;

გ) ჭურჭლის სერიული ნომერი;

დ) დამზადების წელი;

ე) სამუშაო წნევა;

ვ) საანგარიშო წნევა;

ზ) გამოსაცდელი წნევა;

თ) კედლის დასაშვები მაქსიმალური და/ან მინიმალური სამუშაო ტემპერატურა, 0C;

ი) ჭურჭლის მასა.

თავი IV. არმატურა, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები, დამცავი მოწყობილო