1.  ქვაბზე ან მის მილსადენებზე დასაყენებელ არმატურის კორპუსზე მკაფიოდ უნდა იყოს  დატანილი შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) დამამზადებელი საწარმოს დასახელება ან სასაქონლო ნიშანი;

ბ) ნომინალური დიამეტრი;

გ) არეს ნომინალური წნევა და ტემპერატურა;

დ) ნაკადის მიმართულება;

2.  არმატურის მქნევარაზე აღნიშნული უნდა იყოს არმატურის გაღებისა და ჩაკეტვის  მიმართულება.

3. ჩამკეტი ორგანოს, უკუსარქველის, დროსელური საყელურების დაყენების ადგილი და რაოდენობა, გაქრევის მილსადენების დიამეტრი უნდა უზრუნველყოფდეს ქვაბის დასაშვებ ტექნოლოგიური პარამეტრების უზრუნველყოფას და  შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებ