1. თითოეულ ქვაბზე გათვალისწინებული უნდა იყოს ქვაბის ან მისი ელემენტების დროული და საიმედო ავტომატური გამორთვის უზრუნველმყოფი უსაფრთხოების ხელსაწყოები, ექსპლუატაციის მოცემული რეჟიმებიდან დაუშვებელი გადახრის დროს. აკრძალულია ქვაბების ექსპლუატაცია გაუმართავი უსაფრთხოების ხელსაწყოებით.
2. ორთქლის ქვაბები სათბობის კამერული წვით, უნდა აღიჭურვონ სანთურებზე სათბობის მიწოდების შემწყვეტი ავტომატური მოწყობილობებით, წყლის დონის დაწევის დროს ხოლო პირდაპირი დინების ქვაბებისათვის – წყლის ხარჯის შემცირებისას დასაშვებზე დაბლა. ქვაბებში სათბობის შრისებრი წვით, ავტომატურმა მოწყობილობებმა ზემოთ მითითებულ შემთხვევებში უნდა გამორთონ საცეცხლურის წევასაბერი მოწყობილობები და სათბობმიმწოდებელი მექანიზმები.
3. წყალგამაცხელებელი ქვაბები მრავალჯერადი ცირკულაციით და სათბობის კამერული წვით უნდა აღიჭურვონ ხელსაწყოებით, რომლებიც ავტომატურად წყვეტენ სანთურებზე სათბობის მიწოდებას, ხოლო ქვაბები სათბობის შრისებრი წვით – ხელსაწყოებით, რომლებიც გამორთავენ წევასაბერ მოწყობილობებს სისტემაში წყლის წნევის შემცირებისას იმ მნიშვნელობამდე, რომლის დროსაც იქმნება ჰიდრავლიკური დარტყმების საშიშროება და წყლის ტემპერატურის აწევის დროს დადგენილი ზღვრის მაღლა.
4. წყალგამაცხელებელი ქვაბები სათბობის კამერული წვით, უნდა აღიჭურვონ საქვაბის საცეცხლურში სათბობის მიწოდების შემწყვეტი ავტომატური ხელსაწყოებით, ხოლო სათბობის შრისებრი წვის დროს, საცეცხლის წევასაბერი მოწყობილობების და სათბობმიმწოდებელი მექანიზმების გამორთვის ავტომატური ხელსაწყოებით, შემდეგ შემთხვევებში: წყლის წნევის მომატებისა და დაცემისას; წყლის ტემპერატურის მომატებისას და წყლის ხარჯის შემცირებისას დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.
5. ქვაბებზე უნდა ეყენოს წყლის დონეთა ზედა და ქვედა ზღვრული მდებარეობების ავტომატურად მოქმედი ხმისა და სინათლის სიგნალიზატორები. ანალოგიური სიგნალიზაცია უნდა სრულდებოდეს ყველა სხვა პარამეტრის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ქვაბის გასაჩერებლად ამოქმედდება უსაფრხოების ხელსაწყოები.
6. ორთქლისა და წყალსათბობი ქვაბები სათბობის კამერული წვის დროს აღჭურვილნი უნდა იყვნენ საცეცხლეში სათბობის მიწოდების შესაწყვეტი ავტომატური მოწყობილობებით:
ა) ყველა საბერი ვენტილატორის გამორთვის შემთხვევაში.
ბ) ყველა კვამლსაწოვის გამორთვის შემთხვევაში;
გ) საცეცხლეში ჩირაღდნის ჩაქრობის შემთხვევაში;
7. ინდივიდუალური ვენტილატორებით აღჭურვილ სანთურებიან ქვაბებზე უნდა იყოს სანთურებთან სათბობის მიწოდების შემწყვეტი დაცვა ვენტილატორების გაჩერების შემთხვევაში.
8. თხევად ან აირად სათბობზე მომუშავე ქვაბ-ბოილერი აღჭურვილი უნდა იყოს ბოილერში წყლის ცირკულაციის შეწყვეტის დროს საცეცხლები სათბობის მიწოდების ავტომატურად შემწყვეტი მოწყობილობებით.
9. უსაფრთხოების ხელსაწყოები დაცულნი უნდა იყვნენ იმ პირების ზემოქმედებისაგან (გამორთვა, რეგულირების ცვლილება და სხვა), რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი მათ მომსახურეობასა და რემონტთან და გააჩნდეთ მათი მოქმედების გამართულობის შესამოწმებელი სამარჯვები.
10. ორთქლის ქვაბები მიუხედავად ტიპისა და ორთქლმწამოებლურობისა უნდა აღიჭურვონ კვების ავტომატური რეგულატორებით. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ქვაბ-ბოილერებზე, რომელთათვის ორთქლის ართმევა ბოილერის გარეშე არ აღემატება 2 ტ/ს