1. თითოეულ ორთქლის ქვაბზე  ორთქლის გადამხურებელზე ორთქლის ქვაბის მკვებავი წყლის წყალგამაცხელებელ ქვაბებზე მანომეტრების დაყენება და რაოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს ქვაბის წნევის უსფრთხო რეგულირებას და  შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

2.  მანომეტრის შკალა აირჩევა იმ პირობიდან გამომდინარე, რომ სამუშაო წნევის დროს მანომეტრის ისარი უნდა იმყოფებოდეს შკალის შუა მესამედში.

3. მანომეტრის შკალა და მისი განთავსება უნდა უზრუნველყოფდეს მანომეტრის ჩვენების მკაფიო და უშეცდომა აღქმას.

4. ორთქლის წნევის გაზომვისთვის გათვალისწინებული თითოეული მანომეტრის აღჭურვა ონკანებით, გაქრევის საშუალებებით, უნდა უზრუნველყოფდეს მათ უსაფრთხო მუშაობას, ჩვენების სიზუსტეს და შეესაბამებოდეს სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

5.  დაუშვებელია მანომეტრის გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ მანომეტრზე არ არის ბჟენი (პლომბი) ან შემოწმების ჩატარების აღმნიშვნელი დაღი;

ბ) თუ გავიდა მანომეტრის შემოწმების ვადა;

გ) თუ მანომეტრის ისარი მისი გამორთვის დროს არ უბრუნდება ნულოვან ნიშნულს იმ სიდიდით, რომელიც აღემატება მოცემული მანომეტრისთვის დაშვებული ცდომილების ნახევარს;

დ) თუ გატეხილია სამზერი მინა ან ადგილი აქვს მანომეტრის სხვა დაზიანებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ მისი ჩვენებების სისწორეზ