1. ჰიდრავლიკურ გამოცდას ექვემდებარება ყველა ქვაბი, ორთქლის გადამხურებელი, ეკონომაიზერი და მათი ელემენტები ახალ ადგილზე დამონტაჟებისა და ექსპლუატაციისას, ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული პერიოდულობით.
2. ქვაბის, ორთქლის გადამხურებლის და ეკონომაიზერის ყველა დეტალის, აგრეთვე ყველა შენადუღი და სხვა შეერთების სიმკვრივისა და სიმტკიცის შემოწმების მიზნით ჰიდრავლიკურ გამოცდას ექვემდებარებიან:
ა) ყველა მილისებრი, შენადუღი, სხმული, ფასონური და სხვა ელემენტები და დეტალები, აგრეთვე არმატურა. აღნიშნული ელემენტების და დეტალების ჰიდრავლიკური გამოცდა არ არის სავალდებულო, თუ ისინი გადიან სრულ კონტროლს ულტრაბგერითი დეფექტოსკოპიის ან სხვა ტოლფასი არამრღვევი მეთოდით;
ბ) ქვაბის ელემენტები აწყობილი სახით (დოლები და კოლექტორები მიდუღებული შტუცერებით ან მილებით, ხურების ზედაპირების და მილსადენების ბლოკები და სხვა). კოლექტორების და მილსადენების ბლოკების ჰიდრავლიკური გამოცდა არ არის სავალდებულო თუ მათი ყველა შემადგენელი ელემენტი დაექვემდებარა სრულ კონტროლს ულტრაბგერითი დეფექტოსკოპიის ან სხვა ტოლფასი არამრღვევი კონტროლის მეთოდით.
3. ჰიდრავლიკური გამოცდის დროს, გამოსაცდელი წნევის მნიშვნელობა და გამოცდის ჩატარების წესი უნდა უზუნველყოფდეს ქვაბის ტექნიკური მდგომარეობის და შემდგომი უსაფრთხო მუშაობს დადგენის შესაძლებლობას და განისაზღვრება სტანდარტის შესაბამისად.
4. ქვაბის, მისი ელემენტების და ცალკეული ნაკეთობების ჰიდრავლიკური გამოცდა ტარდება თერმული დამუშავების და ყველა სახის კონტროლის, აგრეთვე აღმოჩენილი დეფექტების გამოსწორების შემდეგ.
5. ქვაბის ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაცია ვალდებულია ქვაბის, ავტონომიური ორთქლის გადამხურებლის და ეკონომაიზერის ჰიდრავლიკური გამოცდის ჩატარება უზრუნველყოს დამამზადებლის მონტაჟისა და ექსპლუატაციის ინსტრუქციაში მითითებული პირობების შესაბამისად.
6. ჰიდრავლიკური გამოცდისათვის საჭირო წნევის მნიშვნელობის მისაღწევად შეკუმშული ჰაერის ან აირის გამოყენება დაუშვებულია.
7. ჰიდრავლიკური გამოცდის შედეგები ჩაითვლება დადებითად, თუ გამოცდის დროს ძირითად ლითონში არ იქნება გამოვლენილი ხილული ნარჩენი დეფორმაციები, ბზარები ან მთლიანობის დარღვევის ნიშნები, დენა შენადუღ, გავალცულ, დაშლად და მოქლონურ შეერთებებში. გამოცდის დროს ვალცვურ და გასართ შეერთებებში დასაშვებია ცალკეული წვეთების წარმოქმნა, რომლებიც დაყოვნების დროის განმავლობაში არ მატულობ