1. დოლებისა და კოლექტორებისათვის გამოიყენებული საძრომები და ლიუკები, უნდა უზრუნველყოფდეს დოლებისა და კოლექტორების უსაფრთხოდ და სათანადოდ დათვალიერების შესაძლებლობას და შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.
2. საცეცხლურის და აირმავლების კედლებზე გათვალისწინებული უნდა იყოს წვაზე და გახურების ზედაპირების მდგომარეობაზე, შემოკირვაზე, აგრეთვე დოლებისა და კოლექტორების ხურების ზედაპირებზე კონტროლის შესაძლებლობის უზრუნველმყოფი საძრომები და სამზერები. მართკუთხა და წრიული საძრომების ზომები უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდნენ ქვაბის შიგნით შეღწევის შესაძლებლობას მისი ელემენტების ზედაპირების დათვალიერებისათვის (ცეცხლმილა და აირმილა ქვაბების გამოკლებით).
3. საძრომების, ლიუკების და სამზერების კარებები და სახურავები უნდა იყოს მტკიცე, მკვრივი და უნდა გამორიცხავდნენ თვითნებური გაღების შესაძლებლობა