რეგლამენტის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1. ორთქლის ქვაბი - საცეცხლურის მქონე მოწყობილობა, რომელიც თბება საცეცხლურში სათბობის წვით და განკუთვნილია ატმოსფერულზე მაღალი წნევით ორთქლის მისაღებად.
2. წყალგამაცხელებელი ქვაბი - საცეცხლურის მქონე მოწყობილობა, რომელიც თბება საცეცხლურში სათბობის წვით და განკუთვნილია ატმოსფერულზე მაღალი წნევის ქვეშ მყოფი წყლის გასაცხელებლად.
3. ბოილერი – ქსელის წყლის შემთბობი, ორთქლის ან წყლის თბომცვლელი, რომელიც ქვაბის ორთქლის ან ქვაბის წყლის სითბოს იყენებს სხვა პარამეტრების მქონე ცხელი წყლის მისაღებად. ბოილერი შეიძლება იყოს, ქვაბში ჩაშენებული ან ცალკე მდგარი.
4. ქვაბ - უტილიზატორი – საცეცხლურის გარეშე ან საცეცხლურის მქონე (აირების სრულად დაწვისათვის) ორთქლის ან წყალგამაცხელებელი ქვაბი, რომელშიც სითბოს წყაროდ გამოიყენება ტექნოლოგიური ან მეტალურგიული წარმოების ცხელი აირები ან სხვა ტექნოლოგიური პროდუქტი.
5. ორთქლწყალგამაცხელებელი ქვაბი - მომხმარებლისათვის ორთქლის და ცხელი წყლის მისაწოდებლად განკუთვნილი ქვაბი.
6. ქვაბი-ბოილერი - ორთქლის ქვაბი, რომლის დოლში მოთავსებულია მოწყობილობა თვით ქვაბის გარეთ გამოსაყენებელი წყლის გასათბობად, აგრეთვე ორთქლის ქვაბი, რომლის ბუნებრივ ცირკულაციაში ჩართულია ცალკე მდგარი ბოილერი.
7. ენერგოტექნოლოგიური ქვაბი - ორთქლის ან წყალგამაცხელებელი ქვაბი, რომლის საცეცხლურში ხორციელდება ტექნოლოგიური მასალების გადამუშავება.
8. ორთქლის ან სითხის ქვაბი მაღალ ორგანული თბომატარებლით – ქვაბი რომელშიც სამუშაო არეს სახით გამოიყენება ორთქლსითხიანი ან თხევად მდგომარეობაში მყოფი მაღალ ორგანული თბომატარებელი.
9. ორთქლის გადამხურებელი (გადამხურებელი) – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ქვაბში შესაბამის წნევაზე ნაჯერობის ტემპერატურის ასამაღლებლად.
10. ავტონომიური ორთქლის გადამხურებელი – ქვაბში ან აირსადენში ჩაშენებული ან ცალკე მდგომი ორთქლის გადამხურებელი, რომელშიც ორთქლი გადახურებისთვის მიეწოდება გარე წყაროდან.
11. ეკონომაიზერი – სათბობის წვის პროდუქტებით გასათბობი მოწყობილობა, განკუთვნილი ორთქლის ქვაბში შემავალი წყლის შეთბობის ან ნაწილობრივი აორთქლებისათვის.
12. ავტონომიური ეკონომაიზერი - ქვაბში ჩაშენებული ეკონომაიზერი ან აირმავალი, რომლის შემთბარი წყალი სრულად ან ნაწილობრივ გამოიყენება მოცემული ქვაბის გარეთ, ან ცალკე მდგარი ეკონომაიზერი, რომლის შემთბარი წყალი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენება ორთქლის ქვაბში.
13. სტაციონარული ქვაბი – საძირკველზე უძრავად დაყენებული ქვაბი.
14. ქვაბის ექსპლუატაციის საანგარიშო ვადა – ექსპლუატაციის ვადა კალენდარულ წლებში (რომლის ამოწურვის შემდეგ უნდა მოხდეს ქვაბის წნევის ქვეშ მომუშავე ძირითადი კვანძების ექსპერტული შეფასება ქვაბის შემდგომი ექსპლუატაციის პარამეტრებისა და პირობების დადგენის მიზნით). აითვლება ქვაბის ექსპლუატაციაში გაშვების დღიდან.
15. ქვაბის ან მისი ელემენტის საანგარიშო რესურსი – ქვაბის ან მისი ელემენტის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაში დამამზადებელი იძლევა საიმედო მუშაობის გარანტიას, დამამზადებელი საწარმოს ინსტრუქციაში მითითებული ექსპლუატაციის რეჟიმის, ცივი და ცხელი მდგომარეობიდან გაშვების საანგარიშო რიცხვის დაცვის პირობის დროს.
16. ტექნიკური დიაგნოსტირება – ქვაბის პარამეტრების შესაძლებლობის და შემდგომი ექსპლუატაციის პირობების განსაზღვრის მიზნით ქვაბის გამოსადეგობის საანგარიშო ვადის გასვლისას ან უსაფრთხო მუშაობის საანგარიშო რესურსის ამოწურვის, აგრეთვე წნევის ქვეშ მომუშავე ელემენტების ავარიის ან გამოვლენილი დაზიანებების შემდეგ შესრულებული ქვაბის ინსტრუმენტალური/ლაბორატორიული ტექნიკური შემოწმება.
17. საანგარიშო წნევა – დეტალში მაქსიმალური ჭარბი წნევა, რომელზეც წარმოებს სიმტკიცეზე გაანგარიშება საანგარიშო რესურსის განმავლობაში საიმედო მუშაობის უზრუნველმყოფი ძირითადი ზომების დასაბუთების დროს.
18. ქვაბის (ელემენტის) დასაშვები წნევა – ქვაბის (ელემენტის) მაქსიმალურად დასაშვები ჭარბი წნევა, დადგენილი ტექნიკური შემოწმების ან სიმტკიცეზე საკონტროლო გაანგარიშებების შედეგების მიხედვით.
19. ქვაბის სამუშაო წნევა – ქვაბის მაქსიმალური ჭარბი წნევა (ორთქლის გადამხურებლის) ექსპლუატაციის ნორმალური პირობების დროს.
20. გამოსაცდელი წნევა – ჭარბი წნევა, რომლის დროსაც უნდა ჩატარდეს ქვაბის და მისი ელემენტების ჰიდრავლიკური გამოცდა სიმტკიცეზე და სიმკვრივეზე.
21. ქვაბის ელემენტი – ქვაბის ძირითადი ფუნქციებიდან ერთ-ერთის შესრულებისთვის განკუთვნილი ქვაბის საამწყობო ერთეული (მაგალითად კოლექტორი, დოლი, ორთქლის გადამეტსახერებელი, გახურების ზედაპირი და სხვა).
22. სამუშაო არეს ტემპერატურა – ქვაბის განსახილველ ელემენტში ორთქლის ან ცხელი წყლის მაქსიმალური ტემპერატურა.
23. კედლის ზღვრული ტემპერატურა – ქვაბის დეტალის ან მილსადენის მაქსიმალური ტემპერატურა უდიდესი ტემპერატურის მქონე არეს მხრიდან, რომელიც განისაზღვრება თბური და ჰიდრავლიკური გაანგარიშებებით ან გამოცდებით გათბობის დროებითი მომატების გაუთვალისწინებლად (საანგარიშო რესურსის არაუმეტეს 5%-სა)
24. პირაპირა შენადუღი შეერთება – შეერთება, რომელშიც შედუღებადი ელემენტები მირთულნი არიან ერთმანეთთან ტორსული ზედაპირებით და შეიცავენ ნაკერს და თერმული გავლენის ზონას.
25. ქვაბის წყალი – ქვაბის შიგნით ცირკულირებადი წყალი.
26. მკვებავი წყალი – ორთქლის ქვაბში შემავალი, პროექტით განსაზღვრული პარამეტრების (ტემპერატურის, წნევის, ქიმიური შემადგენლობის) მქონე წყალი.
27. ნედლი წყალი – ქიმიურად დაუმუშავებელი და მექანიკური მონარევებისგან გაუწმენდავი წყალი.
28. ქვაბის საცეცხლური – ქვაბის მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ორგანული სათბობის დასაწვავად, წვის პროდუქტების ნაწილობრივი გაციებისა და ნაცრის გამოყოფისათვის.
29. ქვაბის სანთურა – ქვაბის საცეცხლურში სათბობისა და მისი დაწვისთვის აუცილებელი ჰაერის შემყვანი, ასევე სათბობის მდგრადი წვის უზრუნველმყოფი მოწყობილობა.
30. სასანთურე მოწყობილობა – სანთურა, ინტეგრირებული ამნთებ მოწყობილობასთან, სათბობის ჩამკეტ სარქველებთან, სამზერთან, ავტომატური მართვის, რეგულირების და სიგნალიზაციის საშუალებებთან (თუ ისინი გათვალისწინებულია კონსტრუქციით).
31. მფრქვევანა – მოწყობილობა ქვაბის საცეცხლურში შემავალი თხევადი სათბობის ჰაერის ნაკადში მისაწოდებლად, გასაფრქვევად და გასანაწილებლა