1. თითოეულ ქვაბს უნდა გააჩნდეს მილგაყვანილობები:
ა) მკვებავი ან ქსელის წყლის მიწოდებისათვის;
ბ) გაჩერების დროს ქვაბის გაქრევისა და წყლის გამოშვებისთვის;
გ) წყლით შევსებისა და დანთების დროს ქვაბიდან ჰაერის გამოდევნისთვის;
დ) ორთქლის გადამხურებლისა და ორთქლსადენის გაქრევისათვის;
ე) წყლისა და ორთქლის სინჯის აღებისათვის;
ვ) ექსპლუატაციის პერიოდში ქვაბის წყალში მაკორექტირებელი რეაგენტების და ქვაბის ქიმიური გაწმენდის დროს სარეცხი რეაგენტების შეყვანისათვის;
ზ) ქვაბის დანთების და გაჩერების დროს წყლის ან ორთქლის არინებისათვის;
თ) დანთების დროს დოლების გახურებისათვის.
მითითებული მილგაყვანილობების შეთავსება ან მათი უქონლობა, მითითებული უნდა იყოს დამპროექტებელის მიერ.
2. გაქრევის, სადრენაჟო და საჰაერო მილგაყვანილობათა ქვაბის ელემენტებთან მიერთების რაოდენობა და წერტილები უნდა შეირჩეს ქვაბის დამპროექტებელის მიერ ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს წყლის, კონდენსატის და ნალექების ქვაბის ყველაზე დაბალი წერტილიდან მოცილება.
3. ორთქლსადენის ყველა უბანზე, რომლებიც შესაძლებელია გამოირთოს ჩასაკეტი ორგანოებით, მოწყობილი უნდა იყოს კონდენსატის არინების უზრუნველმყოფი დრენაჟებ