1. ქვაბები სათბობის კამერული წვით (მტვრისებრი, აირადი, თხევადი) ან შახტური საცეცხლურით ტორფის, ნახერხის, ბურბუშელას ან სხვა მცირე საწარმოო ნარჩენების დასაწვავად 60 ტ/სთ-მდე ორთქლმწარმოებლობით, უნდა აღიჭურვონ აფეთქებისაგან დამცავი მოწყობილობებით. აფეთქებისაგან დამცავი მოწყობილობები უნდა განთავსდნენ და მოეწყონ ისე, რომ გამოირიცხოს ადამიანების დაზიანება. ქვაბები ნებისმიერი სახის სათბობის კამერული წვით 60 ტ/სთ-ზე მეტი ორთქლ მწარმოებლობით, აფეთქების მცველი მოწყობილობებით არ აღიჭურვებიან. ამ ქვაბების საიმედო მუშაობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაცვის და ბლოკირების ავტომატური სისტემით მათი მუშაობის ყველა რეჟიმისათვის.
2. აფეთქებისაგან დამცავი მოწყობილობები დასაშვებია არ იყოს დაყენებული ქვაბების საცეცხლურებში და აირსადენებში თუ ეს დასაბუთებულია პროექტი