1. თითოეულ ორთქლის ქვაბზე, გარდა პირდაპირი დინების ქვაბებისა, უნდა ეყენოს არანაკლებ ორი პირდაპირი ქმედების წყლის დონის მაჩვენებელი. დამატებით დასაშვებია დაყენდეს (დუბლირებული) არაპირდაპირი ქმედების წყლის დონის მაჩვენებლები. ქვაბებში, მათ შორის საფეხუროვანი აორთქლების დოლებით, წყლის დონის მაჩვენებლების რაოდენობა და დაყენების ადგილები განისაზღვრება ქვაბის დამპროექტებელის მიერ.

2. თითოეულ წყლის დონის მაჩვენებელს უნდა გააჩნდეს ქვაბის დოლთან დამოუკიდებელი მიერთება.  წყლის დონის მაჩვენებლების დაყენება  უნდა უზრუნველყოფდეს ქვაბში  მკვებავი წყლის ტექნოლოგირი პარამეტრების შესაბამისად მიწოდებას, წყლის დონის უსაფრთხო  მართვას და  შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

3. პირდაპირი ქმედების დონის მაჩვენებლებთან და მის მილებთან ან შტუცერებთან სხვა ხელსაწყოების მიერთება დაუშვებელია, წყლის ზღვრული დონეების სიგნალიზატორის გადამწოდის გამოკლებით, თუ ამ დროს არ ირღვევა დონის მაჩვენებლის მუშაობა.

4. წყლის დონის მაჩვენებლების ქვაბთან შემაერთებელი მილების კონფიგურაციამ უნდა გამორიცხოს მათში წყლის ბალიშების წარმოქმნა და უზრუნველყოს მილების გაწმენდის შესაძლებლობა. შემაერთებელი მილები დაცულნი უნდა იყვნენ გახურებისაგან და გაყინვისაგან.

5.  წყლის დონის მაჩვენებლების დაყენების ადგილი, დამცავი საშუალებებით და ჩამკეტი არმატურით აღჭურვა და რაოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს ქვაბის ტექნოლოგიური პროცესის უსაფრთხო მართვას და შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

6. წყალგამაცხელებელი ქვაბებისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს ქვაბის დოლის ზედა ნაწილში დაყენებული სასინჯი ონკანი, ხოლო დოლის არარსებობის შემთხვევაში – მაგისტრალურ მილსადენში ქვაბიდან წყლის გამოსასვლელზე ჩამკეტ მოწყობილობამდ