1. ორთქლის ქვაბებზე და ელემენტებზე ორთქლის ტემპერატურის საზომი, ტემპერატურის უწყვეტად მარეგისტრებელი, მკვებავი წყლის, სათბობის, ტემპერატურის საზომი, ხელსაწყოების რაოდენობა და განთავსების ადგილი, უნდა უზრუნველყოფდეს ქვაბის უსაფრთხო ექსპლუატაციას და შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.
2. ქვაბის ლითონის ტემპერატურის საკონტროლოდ, ასევე გახურების, გაჩერების და მანევრული რეჟიმების დროს დასაშვები მნიშვნელობიდან ლითონის ტემპერატურის გადამეტების ასაცილებლად, გათვალისწინებული უნდა იყოს ქვაბის ელემენტების (დოლების, სამილე ცხაურების და სხვა) კედლის ტემპერატურის საზომი ხელსაწყოები. ხელსაწყოების დაყენების აუცილებლობა, მათი რაოდენობა და განთავსება ისაზღვრება ქვაბის დამპროექტებელის მიერ
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული ხელსაწყოების გამართულობა და მათი ჩვენებების სიზუსტე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქვაბის ექსპლუატაციის პროცესის განმავლობაშ