1. სტაციონარული ქვაბები უნდა განთავსდნენ იმ შენობებსა და სათავსებში, რომლებიც შეესაბამებიან  სტანდარტის  მოთხოვნებს. შენობის გარეთ ქვაბის დაყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ ქვაბის დამამზადებებლის მიერ, ექსპლუატაციის შესაძლებლობა ღია ცის ქვეშ მითითებულია ქვაბის ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

2. სათავსის და სხვენის გადახურვის მოწყობა ქვაბების თავზე დაუშვებელია. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საწარმოო შენობებში დაყენებულ ქვაბებზე.

3.   საწარმოო შენობის შიგნით დასაშვებია  განთავსდეს:

ა) პირდაპირი დინების ქვაბები, ორთქლმწარმოებლობით თითოეული არაუმეტეს 4 ტ/სთ-ში;

ბ) ქვაბები, რომლებიც აკმაყოფილებენ პირობას (t-100)×V≤100 (თითოეული ქვაბისათვის), სადაც t-სამუშაო წნევის დროს ნაჯერი ორთქლის ტემპერატურაა 0C, V-ქვაბის წყლის მოცულობა მ3;

გ) დოლების არმქონე წყალსათბობი ქვაბები, თბომწარმოებლობით, თითოეული არაუმეტეს 10,5 გჯ/სთ (2,5 გკალ/სთ)-ში;

დ) ქვაბ-უტილიზატორები შეზღუდვების გარეშე.

4. საქვაბის შენობებში აკრძალულია ისეთი საყოფაცხოვრებო და სამომსახურეო სათავსების მოწყობა, რომლებიც არ არიან დაკავშირებული საქვაბის პერსონალთან  ასევე ისეთი სარემონტო სახელოსნოების განთავსება, რომლებიც არ არის გათვალისწინებული საქვაბე დანადგარების რემონტისათვის .

5.  საქვაბე სათავსის ქვედა სართულის იატაკის დონე არ უნდა იყოს საქვაბის სათავსის მომიჯნავე მიწის დაგეგმარებული ნიშნულის დაბლა. საქვაბეებში თანაორმოების მოწყობა დაუშვებელია. ტექნოლოგიური აუცილებლობით დასაბუთებულ რიგ შემთხვევებში, შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე, თბოტრასის შეყვანისა და გამოყვანის კვანძების და ა.შ. განლაგების მიზნით შესაძლებელია მოეწყოს თანაორმოები.

6.  საქვაბე სათავსიდან გამოსასვლელი ყველა კარები უნდა იღებოდეს გარეთა მხარეს. საქვაბეში სამოსამსახურეო, საყოფაცხოვრებო, აგრეთვე დამხმარე-საწარმოო სათავსების კარებები უნდა აღიჭურვონ თვითდახურვის მოწყობილობით და იღებოდნენ საქვაბის მხარე