1. ქვაბის წყალ-ქიმიური რეჟიმი განსაზღვრული უნდა იყოს დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციით. წყალ-ქიმიურმა რეჟიმმა ქვაბის და მკვებავი ტრაქტის მუშაობა უნდა უზრუნველყოს მათი ელემენტების დაზიანების გარეშე, მინადუღის და შლამის დალექვის, ქვაბის წყლის ფარდობითი ტუტიანობის სახიფათო ზღვრამდე ზრდის ან ლითონის კოროზიის შედეგად.

2. ბუნებრივი და მრავალჯერადი იძულებითი ცირკულაციის მქონე 0,7 ტ/სთ და მეტი ორთქლმწარმოებლობის ყველა ორთქლის ქვაბში, ყველა პირდაპირი დინების ორთქლის ქვაბი მიუხედავად ორთქმწარმოებლურობისა, აგრეთვე ყველა წყალსათბობი ქვაბი უნდა აღიჭურვონ ქვაბამდე წყლის დასამუშავებელი დანადგარებით. დასაშვებია აგრეთვე აღნიშნული მოთხოვნათა შესრულების უზრუნველმყოფი წყლის დამუშავების სხვა ეფექტური საშუალებების გამოყენება.

3. ქვაბამდე წყლის დასამუშავებელ მოწყობილობებით აღჭურვილი ქვაბების ხისტი წყლით კვება დაუშვებელია.

4. ორთქლისა და წყალსათბობი ქვაბებისათვის უნდა დამუშავდეს ინსტრუქციები და სარეჟიმო რუკები წყალ-ქიმიური რეჟიმის საწარმოებლად რეგლამენტის, დამამზადებელის ინსტრუქციების გათვალისწინებით. ქვაბის მკვებავი წყლის დასამუშავებელი დანადგარის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს დამამზადებელის მიერ შემუშავებული ინსტრუქციის შესაბამისა