1. პირი, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ქვაბებს, ვალდებულია:
ა) დანიშნოს ქვაბების გამართულ მდგომარეობაზე და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი;
ბ) უზრუნველყოს ქვაბის ექსპლუატაცია შესაბამისი კვალიფიკაციის მომსახურე პერსონალით.
გ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს ქვაბების მომსახურე პერსონალის სამუშაოთა (უსაფრთხოდ წარმოების) ინსტრუქცია;
დ) ინსტრუქციები უნდა იყოს სამუშაო ადგილებზე და მომსახურე პერსონალისათვის ხელმისაწვდომი ნებისმიერ დროს;
ე) ორგანიზაცია გაუწიოს და ჩაატაროს საწარმოო კონტროლი ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე ორთქლისა და წყალგამაცხელებელი ქვაბების ექსპლუატაციის დროს;
ვ) უზრუნველყოს ქვაბების ექსპლუატაციაზე საჭირო ხელსაწყოების და კონტროლის სისტემების არსებობა და ფუნქციონირება;
ზ) უზრუნველყოს ქვაბების ტექნიკური შემოწმების ჩატარება;
თ) შეატყობინოს სათანადო ორგანოებს, ქვაბების ექსპლუატაციის დროს მომხდარი ავარიის შესახებ.
2. ქვაბის გამართულ მდგომარეობაზე და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი ვალდებულია:
ა) რეგულარულად დაათვალიეროს სამუშაო მდგომარეობაში მყოფი ქვაბი;
ბ) ჩაატაროს ქვაბის ტექნიკური შემოწმება.
3. ექსპლუატაციაში მყოფი ქვაბის ელექტრული მოწყობილობები და მისი დამიწება უნდა შეესაბამებოდნენ ელექტროდანადგარების მიმართ დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებ