1. ქვაბი უნდა გაჩერდეს და გამოირთოს დაცვის ამოქმედებით ან პერსონალის მიერ ექსპლუატაციის ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კერძოდ:
ა) დამცველი სარქველის დაზიანებისას;
ბ) ქვაბის დოლში წნევის დასაშვებზე მაღლა 10%-ით აწევისას;
გ) წყლის დონის დაწევისას ქვედა დასაშვებ დონეზე დაბლა;
დ) წყლის დონის აწევისას ზედა დასაშვებ დონეზე მაღლა;
ე) ყველა მკვებავი ტუმბოების მოქმედების შეწყვეტისას;
ვ) პირდაპირი მოქმედების წყლის დონის ყველა მაჩვენებლის მწყობრიდან გამოსვლისას;
ზ) თუ ქვაბის ძირითადი ელემენტების (დოლი, კოლექტორი, კამერა, ორთქლწყალგადასაშვები და წყალჩამშვები მილები, ორთქლის და მკვებავი მილსადენები, საცეცხლე მილი, ჩირაღდნის კოლოფი, საცეცხლის გარსაცმი, მილოვანი ცხაურა, გარე სეპარატორი, არმატურა) შენადუღ ნაკერებში აღმოჩენილი იქნება ნაპრალები, ამონაბურცები, გამოტოვებები, ასევე ანკერული ჭანჭიკის ან კავშირის წყვეტა;
თ) სათბობის კამერული წვის დროს საცეცხლეში ჩირაღდნის ჩაქრობისას;
ი) წყალსათბობი ქვაბის ტრაქტში წყლის წნევის დასაშვებზე დაბლა დაწევისას;
კ) უსაფრთხოების ავტომატიკის ან ავარიული სიგნალიზაციის გაუმართაობისას, ამ მოწყობილობებზე ძაბვის მოხსნის ჩათვლით;
ლ) საქვაბეში ხანძრის გაჩენისას.
2. ქვაბის ავარიული გაჩერების წესი მითითებული უნდა იყოს ექსპლუატაციის ინსტრუქციაში. ქვაბის ავარიული გაჩერების მიზეზები უნდა აისახოს ცვლის ჟურნალშ