1. ქვაბის ექსპლუატაციაში გაშვება ხორციელდება ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის მიერ გამშვებ – გასამართი სამუშაოების ჩატარების, პირველადი ტექნიკური შემოწმებისა  და მისი ორთქლით მოსინჯვის შემდეგ დადებითი შედეგების შეთხვევაში.

2. ექსპლუატაციაში შეყვანილ თითოეულ ქვაბზე, თვალსაჩინო ადგილას დატანილი უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) სამუშაო წნევა;

გ) შემდგომი შიგა დათვალიერებისა და ჰიდრავლიკური გამოცდის თარიღი.

თავი IX. მოთხოვნები მაღალტემპერატურული ორგანული თბომატარებლებით მომუშავე ქვაბებისათვ