1. ქვაბის წყლის ხარისხის ნორმები, მისი კორექციული დამუშავების აუცილებელი რეჟიმი, უწყვეტი და პერიოდული გაქრევის რეჟიმები დაცული უნდა იყოს ქვაბის დამამზადებელის წყალ-ქიმიური რეჟიმის ინსტრუქციის შესაბამისად.
2. ქვაბების წყლის ფარდობითი ტუტიანობა უნდა უზრუნველყოფდეს ქვაბის დოლების, მილებისა და ჩამკეტ-მარეგულირებელი მოწყობილობების ლითონის მახასიათებლების შენარჩუნებას და შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.