1. ჰაერის დაყოფის დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს პროექტით გათვალისწინებული საკონტროლო-საზომი ხელსაწყოებით, ავტომატიზაციისა და სიგნალიზაციის საშუალებებით.
2. საკონტროლო-საზომი ხელსაწყოს სიზუსტე მოწმდება შესაბამისი დარეგისტრირებული სტანდარტით დადგენილი წესით და ვადებში. საკონტროლო-საზომი ხელსაწყო უნდა იყოს ტარირებული.
3. აკრძალულია მოწყობილობის მუშაობა გაუმართავი ან გამორთული სიგნალიზაციის და დაცვის სისტემით.
4. აკრძალულია ქრომატოგრაფიის სათავსოში ორ ბალონზე მეტი საეტალონო და შემოწმებისათვის განკუთვნილი აირადი ნარევების შენახვა. თითოეული ბალონი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებ