1. ჟანგბადის წნევის შემცირება და მისი საჭირო დონეზე შენარჩუნების უზრუნველყოფა იმ ჟანგბადმომარაგების სისტემაში, რომელშიც ჟანგბადის ხარჯი მეტია 6000 მ3/სთ-ზე და წნევა 0.6 მპა(6კგძ/სმ2) - 4მპა(40კგძ/სმ2) ფარგლებშია, უნდა ხორციელდებოდეს ჟანგბადგამანაწილებელ პუნქტებში.

2. ჟანგბადგამანაწილებელი პუნქტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

3. რეგულირების თითოეული ხაზის ჩამკეტის მილტუჩა შეერთებებს, რეგულატორამდე და მის შემდეგ, რეგულატორის მხრიდან უნდა ჰქონდეთ შუა სადები რგოლები. რემონტის დროს ამ რგოლების ნაცვლად უნდა იყოს დაყენებული სახშობები.

4. თითოეულ ჟანგბადსადენზე ჟანგბადგამანაწილებელი პუნქტის წინ შესაბამისი სტანდარტის მიხედვით დაყენებული უნდა იყოს გამომრთველი და ჩამკეტი დისტანციური მართვით.

5. ჟანგბადგამანაწილებელი პუნქტის რეგულირების თითოეული ხაზი აღჭურვილი უნდა იყოს ხმოვან-შუქური სიგნალიზაციით და ბლოკირების სისტემით, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

6. 1.6 მპა(16კგძ/სმ2)-ზე მეტ წნევაზე მომუშავე ჟანგბადსადენებზე, ჟანგბადგამანაწილებელი პუნქტის წინ დაყენებული უნდა იყოს ფილტრები.

7. ბაიპასი, რომელიც გათვალისწინებულია ჟანგბადსადენის გამოქრევისათვის, განთავსებული უნდა იყოს ჟანგბადგამანაწილებელი პუნქტის ფარგლებს გარეთ და უნდა გააჩნდეს მოსახსნელი მილყელები და სახშობები.

8. ჟანგბადგამანაწილებელი პუნქტის, რომელსაც ჟანგბადი მიეწოდება 300 მმ-ზე მეტი დიამეტრის მილსადენით, მართვის შენობა განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნების მიხედვი