1. ჰაერის დაყოფის თხევადი პროდუქტების ცისტერნები, რომელთა ჯამური ტევადობა აღემატება 10მ3-ს, აგრეთვე ცისტერნები, რომლებიც გამოიყენება ჩასხმა-ჩამოსხმისათვის უნდა განთავსდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით.
2. ჰაერის დაყოფის თხევადი პროდუქტების შესანახი და სამუშაო ჭურჭელი (კრიოგენული ჭურჭელის გარდა) აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი სარქველით ან მემბრანით.
3. თუ სათავსოს მოცულობა მ.კბ-ში 7-ჯერ ნაკლებია ჭურჭელში მოთავსებული სითხის (ლიტრებში) მოცულობაზე, სათავსოში მოწყობილი უნდა იყოს მუდმივ მოქმედი შემწოვ-გამწოვი ვენტილაცია, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.
4. აკრძალულია გამორთული ვენტილაციით ჰაერის დაყოფის იმ თხევად პროდუქტებთან მუშაობა, რომელთა აორთქლება წარმოებს უშუალოდ საამქროს შენობაში.
5. თხევადი აზოტის გამაციებლად გამოყენება განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით.
6. თხევადი აზოტით გასაციებელი აბაზანების გათბობა უნდა ხდებოდეს აზოტით, რომელშიც ჟანგბადის მოცულობითი წილი 30%-ზე მეტია, ასევე პერიოდულად უნდა განხორციელდეს ამ აბაზანების გაუცხიმოება საექსპლუატაციო დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად. დეტალების თხევადი აზოტით გასაცივებელი აბაზანებისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს ადგილობრივი შემწოვებ