1. აბაზანები და საშხაპე კაბინები უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.
2. ზეთისგამცემის მიწისზედა განლაგების შემთხვევაში, ზეთის ავარიული გადაღვრა უნდა ხორციელდებოდეს ჩაღრმავებულ მოცულობაში, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.
3. თითოეული ჟანგბადის ცენტრიდანული კომპრესორი, რომლის დაჭირხვნის წნევაა 0.6 მპა(6კგძ/სმ2) და მეტი, ტექნოლოგიური მოწყობილობისაგან შემოღობილი უნდა იყოს დამცავი ეკრანებით.
4. ზეთსადენი, რომლიც იმყოფება ჟანგბადის ცენტრიდანული კომპრესორის ფარგლებში, შესაძლო აალებისაგან დაცული უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტით განსაზღვრული მასალით.
5. ტვირთამწე მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი საშუალებით, რომელმაც უნდა გამორიცხოს ზეთის მოხვედრის შესაძლებლობა ჟანგბადის მოწყობილობაზე და არმატურაზ