1. მუშაობის მართვისათვის, უსაფრთხო პირობების და ექსპლუატაციის დადგენილი რეჟიმების უზრუნველსაყოფად ქვაბები აღჭურვილნი უნდა იყვნენ:

ა) წნევის გადაჭარბებისაგან დამცავი მოწყობილობებით;

ბ) წყლის დონის მაჩვენებლებით;

გ) წნევის მაჩვენებლებით (მანომეტრებით);

დ) სამუშაო არეს ტემპერატურის საზომი ხელსაწყოებით;

ე) ჩასაკეტი და მარეგულირებელი არმატურით;

ვ) უსაფრთხოების ხელსაწყოებით;

ზ) მკვებავი მოწყობილობებით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულის გარდა ქვაბის პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს არმატურის, გაზომვის საშუალებების, ავტომატიკის და დაცვის ისეთი რაოდენობა, რომელიც აუცილებელია რეჟიმების რეგულირების, პარამეტრების კონტროლის, ქვაბის გამორთვის, ექსპლუატაციის საიმედობის, უსაფრთხო მომსახურების  უზრუნველყოფისათვის.

3. თბოელექტროსადგურების ქვაბები, საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოებით  აღიჭურვილი უნდა იყოს დამამზედებლის ტექნიკური დოკუმენტაციის  შესაბამისა