1. ჰიდრავლიკურ გამოცდას ექვემდებარება ყველა ტიპის ქვაბი, ორთქლის გადამხურებელი, ეკონომაიზერი და მათი ელემენტები, ყველა ტიპის სტაციონალური წნევის ქვეშ მყოფი ბალონი/რეზერვუარი ახალ ადგილზე დამონტაჟებისა და ექსპლუატაციისას, ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული პერიოდულობით.

2. ჰიდრავლიკური გამოცდის დროს, გამოსაცდელი წნევის მნიშვნელობა და გამოცდის ჩატარების წესი უნდა უზუნველყოფდეს ქვაბის ტექნიკური მდგომარეობის  და შემდგომი უსაფრთხო მუშაობს  დადგენის შესაძლებლობას.

3. ჰიდრავლიკური გამოცდის შედეგები ჩაითვლება დადებითად, თუ გამოცდის დროს ძირითად ლითონში არ იქნება გამოვლენილი ხილული ნარჩენი დეფორმაციები, ბზარები ან მთლიანობის დარღვევის ნიშნები, დენა შენადუღ, გავალცულ, დაშლად და მოქლონურ შეერთებებში. გამოცდის დროს ვალცვურ და გასართ შეერთებებში დასაშვებია ცალკეული წვეთების წარმოქმნა, რომლებიც  დაყოვნების დროის განმავლობაში არ მატულობს.

4. დოკის ადმინისტრაცია ვალდებულია შეიმუშავოს ჰიდრავლიკური გამოცდის ტექნიკური სტანდარტი, სადაც გათვალისიწნებული იქნება გამოცდის ჩატარების ტიპები, ვადები და სხვა დამატებითი მოთხოვნევბი.

5. სერვის პროვადეირებთან დაკავშირებით სააგენტო დამატებით გამოსცემს შესაბამის დოკუმენტ