1.   მშრალი დოკის ადმინისტრაცია უნდა შეიმუშავოს და ჰქონდეს ტექნიკური დოკუმენტაცია.

2. მცურავი საშუალების მომზადება დოკირებისთვის უნდა განხორციელდეს მე-8 მუხლის, მე-5 პუნქტის, „ა“ „ბ“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით.

3. მშრალი დოკის მომზადება მცურავი საშუალების მისაღებად უნდა განხორციელდეს მე-8 მუხლის, მე-2, მე-3, მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტებით და მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით.

4. დოკის წყლით შევსებამდე, შემოწმებული უნდა იყოს ჩაკეტილ მდგომარეობაში მიმღები კლინკეტები, ასევე უნდა გამოირიცხოს დოკში ზედმეტი საგნების და ნაგვის არსებობა.

5. დოკის კლინკეტები უნდა გაიხსნეს მას შემდეგ რაც მზადყოფნაში იქნება დოკის განყოფილებები წყლის მისაღებად.

6. დოკის განყოფილების შევსების დროს, საჭიროა მეთვალყურეობა, რომ კლინკეტებიდან გამოსულმა წყლის ჭავლმა არ დააზიანოს კილბლოკების ან სხვა საგები მოწყობილობები.

7. მცურავი საშუალებების ბუქსირება დოკში უნდა განხორციელდეს  მე-9 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტების გათვალისწინებით.

8. მცურავი საშუალების კილბლოკებზე ან სხვა მსაგავსი საგები მოწყობილობებზე დაყენების დროს  გემის გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში, დოკმეისტერი ვალდებულია გამოიკვლიოს გადახრის მიზეზი  და მიიღოს ზომები უსაფრთხო დაყენებასთან დაკავშირებით.

9. აკრძალულია დოკის  ამოტუმბვის გაგრძელება, თუ მისი დაშრობის პროცესში მცურავი საშუალების გადახრა აღემატება 1°ან მეტს ;.

10. მცურავი საშუალების დოკში გაჩერებისას უნდა განხორციელდეს ს მე-11 მუხლის შესაბამისად.

11. დოკში დაწესებული ზოგადი აკრძალვები უნდა განხორციელდეს მე-10 მუხლის შესაბამისად.

12. დოკმეისტერი ვალდებულია მეთვალყურეობა ადევნოს სანიაღვრე და სხვა სისტემების სისუფთავეს.

13. მცურავი საშუალების ჩაშვება დოკიდან უნდა განხორციელდეს  მე-12 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-5 პუნქტების და მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისა