1. ყველა ტიპის დოკში არსებული დანადგარების და მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაციასთან და კონტროლთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს შემდეგი ძირითადი საბუთები:
ა. გემის ამწე დანადგარების სავახტო ჟურნალი;
ბ. სამანქანო და ელექტრომექანიკური დეპარტამენტის სავახტო ჟურნალი;
გ. ხანძარსაწინააღმდეგო და საევაკუაციო გეგმა;
დ. არსებული დანადგარების და მოწყობილობების პასპორტი;
ე. ამწე და ამწევი დანადგარის, ჯალამბარის და სხვა მექანიზმების სისტემებისა და მოწყობილობების პასპორტი;
ვ. მოწყობილობების, დანადგარების და სხვა მექანიზმების სისტემების ექსპლუატაციის ინსტრუქციები, რომელიც მოიცავს ამწე, საბალასტო ტუმბოების, დიზელ გენერატორების და სხვა დანადგარების ტექნიკური შენახვის გრაფიკებს,ზ. თანამშრომლების სამუშაო აღწერილობა და ინსტრუქციები;
2. ნახაზების, დიაგრამების, სქემების და სხვა მონაცემების არსებობა, წინამდებარე წესის დანართი N1-ის შესაბამისად.
3. დოკზე ოფიციალური საკომუნიკაციო და სამუშაო ენად განისაზღვრება ქართული და/ან ინგლისური.
4. დოკზე არსებული ყველა ტიპის ჟურნალის, ინსტრუქციების, პოსტერების, სავარჯიშოების, საქმისწარმოება უნდა ხორციელდებოდეს ქართულ ენაზე, ასევე შესაძლებელია იყოს ინგლისურ ენაზე.
5. დოკზე არსებული ჟურნალების და მსგავსი დოკუმენტების წარმოება შესაძლებელია მატერიალური ან ელექტრონული სახით, რომლის შენახვის ვადა განისაზღვროს არანაკლებ ხუთი წლის ვადი