1. „მცურავი საშუალებისთვის განკუთვნილი დოკის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებისა და დოკზე მუშაობის წესი“ (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს საქართველოში  კერძო ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მცურავი საშუალებების სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილი დოკის ტექნიკური ექსპლუატაციის, რემონტის, მომსახურეობის და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების წესს .

2. ამ წესის მიზნებისთვის დოკის ტექნიკურ ზედამხედველობას/შემოწმებას და აღიარებას ახორციელებს სააგენტო. მიზანშეწონილობიდან გამომდინარე სააგენტოს შეუძლია მოახდინოს უფლებამოსილების დელეგირება აღიარებულ ორგანიზაციაზე.

3. სააგენტო ახორციელებს  დოკის საქმიანობის ზედამხედველობას და კონტროლს, მათი საქმიანობის შეჩერებას, გაუქმებას და განახლებას  საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ და ამ წესების შესაბამისად.

4. ტექნიკური ზედამხედველობის დროს შესაძლებელია მოწვეულ იქნეს, საზღვაო კოდექსის შესაბამისად, ევროკავშირის და საქართველოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების  წარმომადგენელი.

5. წინამდებარე ბრძანება ვრცელდება, მცურავ და მშრალ დოკზე, სლიპზე და ელინგზ