1. მშრალი დოკის, სლიპის და ელინგის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, პირველად უნდა შემოწმდეს სააგენტოს მიერ და გაიცეს აღიარების სერტიფიკატი.
2. აღიარების სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ.
3. ყოველ 2 წელიწადში ერთხელ სააგენტო ახორციელებს მშრალი დოკის, სლიპის და ელინგის კომპლექსურ შემოწმებას.
4. კომპლექსური შემოწმების დროს მოწმდება შრომის უსაფრთხოების დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის, სახანძრო და ნაოსნობის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის მდგომარეობის სტანდარტები და მოთხოვნები.
5. კომპლექსური შემოწმების ჩატარების დროს უშუალო მონაწილეობა უნდა მიიღოს დოკის ადმინისტრაციამ, სამსახურის ხელმძღვანელებმა მათი განმგებლობის მიხედვით, პირებმა, რომლებიც ახორციელებენ ზედამხედველობას სწორ და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე და ასევე იმ პირებმა, რომლებიც პასუხს აგებენ შრომის დაცვის მდგომარეობაზე შესამოწმებელ ობიექტზე.
6. კომპლექსური შემოწმების შედეგის გათვალისწინებით, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დოკის აღიარების გაგრძელების, შეჩერების ან/და გაუქმების შესახებ.
7. კომპლექსური შემოწმების შედეგები ეცნობება შემოწმებულ მხარეს და ასევე სააგენტო აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზ