1. მცურავ დოკში დაუშვებელია/აკრძალულია;
ა) დოკში აყვანა, როცა აყვანის დროს მცურავი საშუალების გადახრა მიაღწევს 1° ან მეტს ;
ბ) მცურავი საშუალების გადახრის გათანაბრება, დოკის გადახრის საპირსპირო მხარეს;
გ) მცურავი საშუალების გადახრის გათანაბრება, წყლის ამოტუმბვის ან სიმძიმის დადებით;
დ) ოპერაციების ჩატარება, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები არ არის ხელსაყრელი;
ე) ღამის სააათებში მცურავი საშუალების დოკირება, როდესაც არ გააჩნია შესაბამისი განათება;
ვ) დოკის ჩაძირვის და ამოყვანის დროს არსებული ამწე დანადგარებით სარგებლობა;
ზ) სხვა მოთხოვნები რომელიც აღნიშნულია დოკში არსებულ ინსტრუქციებში და წესებში.
2. რამდენიმე მცურავი საშუალების ამოყვანის დროს აუცილებელია მოხდეს დოკის გადახრის და დიფერენტის მეთვალყურეობა, ყოველ კონკრეტულ გემის შეყვანის და დაყენების დროს.
3. ამ მუხლის შესაბამისად, დოკის ადმინისტრაცია ვალდებულია გამოსცეს დამატებით შესაბამისი ინსტრუქციები/წესებ