1. მცურავი საშუალების მომზადება ასაყვანად უნდა განხორციელდეს  მე-8 მუხლის, მე-5 პუნქტის, „ა“ „ბ“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

2. სლიპის და ელინგის წყლაქვეშა რაიონში აკრძალულია იმყოფებოდეს მცურავი საშუალებები, რომლებიც არ არიან დაკავებული დოკში აყვანის ჩაყვანის ოპერაციებში.

3. აკრძალულია ღუზის ჩაშვება სლიპის და ელინგის მიმდებარე რაიონში.

4. დოკის ადმინისტრაცია ვალდებულია გამოსცეს შესაბამისი ინსტრუქციები ან წესები სლიპის და ელინგის მიმდებარე ზონებთან დაკავშირებით, რომელსაც ათანხმებს შესაბამის უწყებებთან.

5. დოკზე დანადგარების მომზადება მცურავი საშუალების ამოსაღებად უნდა განხორციელდეს მე-8 მუხლის, მე-2, მე-3, მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტებით და მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.

6. სლიპის ან ელინგის ადმინისტრაციამ უნდა შეიმუშაოს ტექნიკური დოკუმენტაცია, ასევე მცურავი საშუალების დოკში აყვანის და ჩაყვანის წესები და სტანდარტები.

7. მცურავი საშუალების ყოველი აყვანის წინ დოკმაისტერი ვალდებულია;

ა. შეამოწმოს ყველა სარკინიგზო თუ სხვა მსგავსი გზები, მათი დამაგრება, უცხო საგნების არარსებობა, როგორც დოკის ზედაპირზე ისე წყალქვეშ;

ბ. შეამოწმოს ურიკების გამართული მუშაობა, მასზე დაყენებული ჰიდრავლიკური და პნევმატური მოწყობილობების მომსახურეობა, კილბლოკების ან სხვა საგები მოწყობილობების დამაგრება, მოცემული გემის შემუსავებული ნახაზის მიხედვით;

გ. შეამოწმოს საექსპლოატაციო ვარგისიანობა, დასაჭიმი თოკების, ბლოკების, მცურავი საშუალების აყვანის და ჩაყვანის მოწყობილობები და სხვა.

დ. შეამოწმოს სატელეფონო ხაზები, სიგნალიზაცია, რადიო მოწყობილობების და ასე შემდეგ.

8. ზამთრის პერიოდში მცურავი საშუალების ყოველი აყვანის წინ დოკმაისტერი ვალდებულია;

ა. მოახდინოს დოკის ზედაპირისა  და  წყალქვეშა ტერიტორიის დათვალიერება, ყინულის ან თოვლის არსებობის შემთხვევაში მისგან გასუფთავება;

ბ. საჭიროების შემთხვევაში მყვინთავის მიერ წყალქვეშა იმ ნაწილის დათვალიერება სადაც არის შესაბამისი მოწყობილობები;

გ. დოკის აკვატორიის გაწმენდა ყინულისგან.

9. მცურავი საშუალების დოკში გაჩერებისას უნდა განხორციელდეს  მე-11 მუხლის შესაბამისად.

10. მცურავი საშუალების ჩაშვება დოკიდან უნდა განხორციელდეს მე-12 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-5 პუნქტების და მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.

11. დოკში დაწესებული ზოგადი აკრძალვები უნდა განხორციელდეს  მე-10 მუხლის შესაბამისად.

12. სლიპის და ელინგის ადმინისტრაცია ვალდებულია გამოსცეს წესები და ინსტრუქციები დოკში ზოგად აკრძალვებთან დაკავშირები