1. მცურავი დოკის ადმინისტრაციამ უნდა შეიმუშავოს და ჰქონდეს ტექნიკური დოკუმენტაცია.

2. მცურავი საშუალებების დოკირების სავარაუდო გრაფიკის და დოკზე მდგომი ვადები, სარემონტო ქარხანა ამუშავებს დოკის მომზადების გეგმას და ორგანიზებას უწევს გემის ამოყვანას და ჩაშვებას.

3. გეგმაში მოცემული უნდა იყოს ტექნიკური დოკუმენტაციის გაცემის პირობები, ვადები, დოკის მომზადებისთვის აუცილებელი ვადა, მცურავი საშუალების ბუქსირების თარიღი და დრო, ასევე უნდა იყოს მითითებული ცალკეული სამუშაოების ეტაპები და პასუხისმგებელი პირები.

4. გეგმა გადაეცემა დოკის დოკმაისტერს და დოკირებისთვის გამზადებულ მცურავ საშუალების კაპიტანს.

5. იმ მცურავ საშუალებებისთვის, რომელთა დოკირება კონკრეტულ სარემონტო ქარხანაში უნდა განხორციელდეს პირველად, გემთმფლობელი ან მენეჯერი ვალდებულია აყვანამდე გონივრულ ვადაში დოკს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია.

ა. თეორიული ნახაზები, კონსტრუქციული ნახაზები, სადოკე ნახაზები, არსებული განყოფილებები სქემები, ელექტროენერგიის მოწობილობების სქემები და პარამეტრები, დეგაზირების დამადასტურებელი საბუთი;

ბ. მცურავი საშუალების წონა, წყალწყვა, დიფერენტი;

გ. მყვინთავების მიერ ჩატარებული წყალქვეშა დათვალიერების აქტი;

დ. სხვა დოკუმენტაცია რომელიც დამატებით მოითხოვს დოკის ხელმძღვანელობა.

6. სერიული მცურავი საშუალებების დოკზე აყვანისათვის სარემონტო ქარხანა ამზადებს ტექნიკურ დოკუემნტაციას, რომელიც მოიცავს გემის ან გემების ჯგუფის დოკზე აყვანისთვის საჭირო ნაზაზებს, სქემებს და სპეციალურ ინსტრუქციებს.

7. იმ შემთხვევაში,როდესაც გემის სიგრძე აღემატება დოკის სიგრძეს, ასევე გემების სპეციალური დანიშნულების  ან გემების ჯგუფის დოკზე აყვანისას, სარემონტო ქარხანა ახორციელებს აუცილებელ გათვლებს, ამზადებს დოკზე აყვანის ჩამოყვანის ნახაზებს და გამოსცემს შესაბამის ინსტრუქციებს.

8. მთლიანობაში დოკის მზადყოფნა, მცურავი საშუალების აყვანა და ჩამოყვანა უნდა განხორციელდეს დოკმაისტერის მეთვალყურეობით.

9. მცურავი საშუალების დოკში აყვანის შემდეგ, არაუმეტეს 48 საათში, შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ (აღიარებული ორგანიზაცია, გემფლობელი, დოკმაისტერი და სხვა) უნდა ჩატარდეს მცურავი საშუალების წყლის ქვედა ნაწილის ინსპექტირება და შედეგები უნდა გაფორმდეს შესაბამისი დოკუმენტით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შევიდეს შესაბამისი ცვლილებები მცურავის საშუალების შეკეთების/რემონტის გეგმაშ