1. წინამდებარე ბრძანების მიზნებისთვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მცურავი დოკი – წარმოადგენს სპეციალურ საინჟინრო ნაგებობას (რკინის ან სხვა კონსტრუქციის და საბალასტო სისტემით), რომლის დანიშნულებაა მცურავი საშუალების წყლიდან ამოღება/აწევა, მისი რემონტი, გარე დათვალიერება ან ტრანსპორტირება და წყალში ჩაშვება.

ბ) მშრალი დოკი – განკუთვნილია მცურავი საშუალებების ასაშენებლად ან/და რემონტისთვის, წარმოადგენს ხმელეთზე ჰიდროტექნიკურ ნაგებობას, რომელიც წყლის დონის ქვემოთაა, ივსება თვითდინებით და იცლება ტუმბოებით.

გ) სლიპი – მცურავი საშუალებების წყლიდან ამოსაყვანი და წყალში ჩასაშვები საინჟინრო მოწყობილობა, რომელიც განთავსებულია ხმელეთზე და განკუთვნილია მცურავი საშუალებების ასაშენებლად ან/და რემონტისთვის.

დ) ელინგი – ზღვის, მდინარის ან ტბის ნაპირას გამართული საინჟინრო ნაგებობა მცურავი საშუალებების ასაშენებლად ან გასარემონტებლად, რომელიც გემთსაშენი ქარხანის ძირითადი ნაწილია.

ე) დოკმაისტერი – უფლებამოსილი პირი რომელიც ხელმძღვანელობს მცურავი საშუალების უსაფრთხო დაყენებას და გაყვანას დოკიდან და პასუხისმგებელია დოკის უსაფრთხოებაზე, უშიშროებაზე, გარემოს დაცვაზე და სხვა პირობების დაცვაზე, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

ვ) შემოწმება – სააგენტოს თანამშრომლების ან აღიარებული ორგანიზაციის  მიერ ჩატარებული დოკის შემოწმება/ინსპექტირება ამ წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ზ) აღიარების სერტიფიკატი – გაიცემა სააგენტოს მიერ, რომელიც განსაზღვრავს რომ კონკრეტულ დოკს აქვს უფლება განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა ამ წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თ) სარემონტო ქარხანა –  წარმოადგენს სარემონტო დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს დოკზე აყვანილი მცურავი საშუალების შეკეთება/რემონტს.

ი) გემთშენებელი ქარხანა – წარმოადგენს მცურავი საშუალებების აგების დაწესებულებას, რომელსაც ასევე შეუძლია განახორციელოს მცურავი საშუალებების რემონტი.

კ) დოკის ადმინისტრაცია – დოკის მმართველი ან დოკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

ლ) აღიარებული ორგანიზაცია – საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსი“ II1 თავის შესაბამისად აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოება;

მ) წყალქვეშა ნაწილის დათვალიერება – წარმოადგენს მცურავი საშუალების ან მცურავი დოკის წყალქვეშა კორპუსის ნაწილის, საჭის მოწყობილობის, წევის ხრახნის და ლილვის, წყალქვეშ არსებული ელექტრო ნავიგაციური ხელსაწყოების, შემოწმებას დოკზე ამოღებულ/აწეულ მდგომარეობაში.

ნ) წყალქვეშა დათვალიერება დოკის გარეშე – წარმოადგენს წყლის ზედაპირზე მყოფ მცურავი საშუალების ან მცურავი დოკის წყალქვეშა კორპუსის ნაწილის, საჭის მოწყობილობის, წევის ხრახნის და ლილვის, წყალქვეშ არსებული ელექტრო ნავიგაციური ხელსაწყოების შემოწმებას, სადაც შესაძლებელია გამოყენებული იქნას წყალქვეშა ვიდეო და ფოტო გადაღება, დისტანციურად მართული წყალქვეშა აპარატი  (ROV) და სხვა სპეციალური აღჭურვილობა და ხელსაწყოები.

ო) ტექნიკური ზედამხედველობა – ზედამხედევლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს საზღვაო კოდექსის დებულებების შესაბამისად, სააგენტოს ან  საქართველოს მიერ აღიარებული ორგანიზაციის მიერ, რომლის ტექნიკური დასკვნის საფუძველზე სააგენტო ახორციელებს შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას.

პ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“.

2. ტერმინები, რომლებიც არაა განსაზღვრული წინამდებარე ბრძანებაში, განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისა