1. დოკის ადმინისტრაცია ვალდებულია აწარმოოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, შიდა სტანდარტი, რომელიც დაადასტურებს მათი საქმიანობის ყოველწლიურ შემოწმებას და გამოავლენს მათ მდგრადობას და ეფექტიან საქმიანობას.
2. დოკის ადმინისტრაციას უნდა გააჩნდეს მისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სამუშაო ინსტრუქციები.
3. დოკის ადმინისტრაციამ უნდა გააჩნდეს და შეინარჩუნოს სერტიფიცირებული, კომპეტენტური და გამოცდილი სამუშაო ძალა ან ჩართოს ქვეკონტრაქტორები დოკის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებულ მომსახურებებისთვის.
4. დოკში სამუშაოების სტანდარტული მომსახურების საფასურს ადგენს დოკის ადმინისტრაცია, რომელიც წინასწარ არის გამოცემული და გამოქვეყნებული საჯაროდ, ხელშეკრულების დადებამდე დოკის ადმინისტრაციას შეუძლია შეცვალოს ტარიფები.
5. მცურავი საშუალების დოკში რემონტის, გადაკეთების ან ახლის აშენების პერიოდში, ტექნიკური ზედამხედველობა უნდა გაუწიოს სააგენტოს მიერ აღიარებულმა ორგანიზაციამ.
6. შემდუღებელი, რომელიც სამუშაოებს ასრულებს უშუალოდ მცურავ საშუალებაზე ან დოკებზე, სერტიფიცირებული უნდა იყოს აღიარებული ორგანიზაციის მიერ.
7. დოკის ადმინისტრაცია ვალდებულია ოთხ თვეში ერთხელ სააგენტოს მიაწოდოს განახლებული ინფორმაცია მცურავი საშუალებების დოკირებასთან დაკავშირებით.
8. დოკში შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ შესაბამისად.
9. დოკში სამუშაო ადგილზე შრომის უსართხოება და მისი თანმდევი საკითხები რეგულირდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
10. დოკის ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს და შეიმუშაოს გემფლობელებთან ან მენეჯერებთან ურთიერთობის მოთხოვნები, რისკების შეფასებების პროცედურა და სადაზღვევო მოთხოვნებ