დოკმაისტერად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე რომელსაც აქვს:
ა. საზღვაო განათლება (ბაკალავრი), გემის ნავიგაციის კვალიფიკაცია და მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია STCW კონვენციის II/2 რეგულაციის თანახმად და გააჩნია მინიმუმ 12 თვის ნაოსნობის გამოცდილება კაპიტნის ან უფროსი თანაშემწედ; ან
ბ. საზღვაო განათლება (ბაკალავრი), გემის ინჟინერ მექანიკოსის კვალიფიკაცია და მართვის დონის სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია STCW კონვენციის III/2 რეგულაციის თანახმად და გააჩნია მინიმუმ 12 თვის ნაოსნობის გამოცდილება უფროს მექანიკოსად ან მეორე მექანიკოსად და უნდა გააჩნდეს სპეციალიზირებული ტრეინინგი (დოკმეისტერი) შესაბამისი კომპეტენციის და უნარჩვევების უზრუნველსაყოფად; ან
გ. საზღვაო განათლება (გემთშენებლობა, ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია საზღვაო დარგთან დაკავშირებული) და გააჩნია დოკში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება საიდანაც 3 წელი უნდა ჰქონდეს ხელმღვანელ ან ზედამხედველ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, ასევე გააჩნდეს სპეციალიზირებული ტრეინინგი (დოკმეისტერი) შესაბამისი კომპეტენციის და უნარჩვევების უზრუნველსაყოფა