1. წინამდებარე მუხლში მოხსენიებული ტერმინი „დოკმაისტერი“ გამოიყენება შინაარსობრივი თვალსაზრისით და არ ზღუდავს დოკის ადმინისტრაციას სხვა სახელით, თუმცა მსგავსი სამუშაო აღწერილობით დანიშნოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირი.

2. დოკმაისტერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დოკის ადმინისტრაცია.

3. დოკმაისტერის მიერ,  თავისი კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დოკში წესრიგის დასაცავად გაცემული განკარგულებები სავალდებულოა შეასრულოს დოკში მყოფმა ყველა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა და გემმა.

4. დოკმაისტერი ადგენს დოკში ღამის და დღის  მორიგებობას.

5. ახორციელებს მონიტორინგს  დოკის ტექნიკურ მდგომარეობაზე, მის დროულ შეკეთებასა და  სათადარიგო ნაწილების  ხელმისაწვდომობაზე/მარაგზე.

6. უზრუნველყოფს დოკში მომუშავე პერსონალისთვის შესაბამისი სასწავლო წვრთნების ჩატარებას/ორგანიზებას.

7. უშუალოდ ხელმძღვანელობს და უზრუნველყოფს მცურავი საშუალების უსაფრთხო აყვანას, გაჩერებას და ჩამოყვანას.

8. უზრუნველყოფს და მონიტორინგს უწევს დოკში ჟურნალების და მსგავსი დოკუმენტების წარმოებას.

9. უზრუნველყოფს და მონიტორინგს უწევს დოკში უსაფრთხოების, უშიშროების და გარემოს დაცვის ნორმების/წესების დაცვას.

10. უზრუნველყოფს და მონიტორინგს უწევს დოკში მომუშავე პერსონალის შრომის უსაფრთხოებას.

11. კანონმდებლობის შესაბამისად, ასრულებს  სხვა უფლებებს და ვალდებულებებს, რომელიც მინიჭებული აქვს დოკის ადმინისტრაციიდა