1. მცურავი დოკის ადმინისტრაციამ უნდა შეიმუშავოს მექანიზმების, დანადგარების, მოწყობილობების და სხვა სისტემების ექსპლუატაციის ტექნიკური წესები.

2. მცურავ დოკში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი მინიმალური მოთხოვნები:

ა. ბალასტური და გაწმენდითი სისტემების აღჭურვილობა უნდა იყოს მუდმივ მზადყოფნაში და შემოწმდეს ყოველდღიურად.

ბ. სადრენაჟო ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, წყლის ამოტუმბვა საბალასტო განყოფილებებიდან უნდა განხორციელდეს არსებული ტუმბოებიდან და გაწმენდითი სისტემების ტუმბოებით.

გ. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და ტუმბოები მუდმივად უნდა იყოს მზადყოფნაში და უნდა ხდებოდეს შემოწმება.

დ. ყოველდღიურად უნდა შემოწმდეს არსებული მილსადენები და დაზიანებულის შეკეთება უნდა განხორციელდეს.

ე.  ღუზის მოწყობილობა უნდა შემოწმდეს 3 თვეში  ერთხელ.

ვ.  ყოველი შტორმის შემდეგ დაუყონებლივ უნდა შემოწმდეს ღუზის მოწყობილობა.

ზ. ღუზის მოწყობილობის წყალქვეშა შემოწმება უნდა განხორციელდეს სამ წელიწადში ერთხელ.

თ. აკრძალულია დოკის შემდგომი ექსპლუატაცია, თუ ღუზის ჯაჭვის ცვეთა მიაღწევს 25%. დოკის ადმინისტრაციას შეუძლია შეიმუშავოს ალტერნატიური საშუალება/მეთოდი, რომელიც დამტკიცებული იქნება სააგენტოს ან აღიარებული ორგანიზაციის მიერ.

ი. ამწე დანადგარების მუშაობა დაუყონებლივ უნდა შეჩერდეს, დოკის გადახრის ან დიფერენტის დროს.

კ. აკრძალულია ამწე დანადგარის მუშაობა, თუ ქარის სიმძლავრე აღემატება ამწის პასპორტში მითითებულ ქარის სიმძლავრეს.

ლ. მცურავი საშუალებების შეყვანის და გამოყვანის მოწყობილობები და ასევე მიბმა/ჩახსნის დანადგარები (ჯალამბარი, კნეხტი, თოკები და ა.შ.) უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში და შემოწმდეს მცურავი საშუალებების შეყვანის და გამოყვანის წინ.

3. მშრალ დოკში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი მინიმალური მოთხოვნები:

ა. ტუმბოების და გაწმენდითი სისტემების აღჭურვილობა უნდა იყოს მუდმივ მზადყოფნაში და შემოწმდეს ყოველდღიურად.

ბ. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები მუდმივად უნდა იყოს მზადყოფნაში და უნდა ხდებოდეს შემოწმება.

გ.  მინიმუმ თვეში ერთხელ უნდა შემოწმდეს არსებული მილსადენები და დაზიანებულის შეკეთება უნდა განხორციელდეს.

დ. აკრძალულია ამწე დანადგარის მუშაობა, თუ ქარის სიმძლავრე აღემატება ამწის პასპორტში მითითებულ ქარის სიმძლავრეს.

ე. ნაგებობის და კარების შემოწმება უნდა ხორციელდებოდეს ყოველ ექვს თვეში ერთხელ.

4. სლიპის და ელინგისთვის  გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი მინიმალური მოთხოვნები:

ა. აკრძალულია ჯალამბარის გამოყენაბა ინსტალაციის, შეკეთების ან აღდგენის შემდეგ თუ არ იქნება შესაბამისი სათანადო შემოწმება.

ბ. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები მუდმივად უნდა იყოს მზადყოფნაში და უნდა ხდებოდეს შემოწმება.

გ. მინიმუმ თვეში ერთხელ  უნდა შემოწმდეს არსებული მილსადენები და დაზიანებულის შეკეთება უნდა განხორციელდეს.

დ. აკრძალულია ამწე დანადგარის მუშაობა, თუ ქარის სიმძლავრე აღემატება ამწის პასპორტში მითითებულ ქარის სიმძლავრეს.

5. მექანიზმების ტექნიკური ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს ხარისხის სახელმძღვანელოს შესაბამისად.

6. დოკებზე უნდა არსებობდეს ვიდეო მეთვალყურეობა და ჩანაწერები უნდა ინახებოდეს გარკვეული პერიოდით, არანაკლებ ბოლო 1 თვის