1. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის არმატურა ექსპლუატაციის პროცესში ექვემდებარება რევიზიას, რომლის დროსაც მოწმდება არმატურის და გაზსადენების სხვა ელემენტების მდგომარეობა.
2. ჩამკეტი მოწყობილობის, გაზის წნევის რეგულატორების, უკუსარქვლებისა და მცველი სარქვლების რევიზია ტარდება დამამზადებელი ქარხნების პასპორტებში გათვალისწინებულ ვადებში, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც, ხოლო მცველი სარქვლების მომართვის შემოწმება – ექვს თვეში ერთხელ მაინც.
3. არმატურის რევიზიის დროს სრულდება შემდეგი სამუშაოები:
ა. არმატურის გარე დათვალიერება;
ბ. არმატურის დაშლა შემამჭიდროვებელი დეტალების დათვალიერებისა და რემონტის მიზნით;
გ. ცალკეული დეტალების (შპინდელი, სარქველი და მისი სამაგრი, სარქვლის ბუდე და მისი სამაგრი) მდგომარეობის დათვალიერება;
დ. არმატურის კორპუსის შიგა ზედაპირის დათვალიერება კოროზიის, ეროზიისა და სხვა დეფექტების გამოსავლენად;
ე. დეფექტების აღმოფხვრისა და გაცვეთილი დეტალების შეცვლის შემდეგ არმატურის აწყობა „სარქველი - ბუდე” შეერთების ჰერმეტულობის შემოწმებით;
ვ. აწყობილი არმატურის დაწნეხა გაზსადენთან ერთად მუშა წნევით. ამ დროს არმატურა უნდა იყოს გაღებულ მდგომარეობაში, ხოლო გაზსადენის უბანი – სახშობებით გამოყოფილი აპარატებისა და სხვა აგრეგატებისაგან;
ზ. დაწნეხის წინ მცველი მოწყობილობის დარეგულირება სპეციალურ სტენდზე პროექტით გათვალისწინებულ სიდიდეებზე, რის შემდეგაც მცველი მოწყობილობა იპლომბება, ხოლო რეგულირების შედეგები შეიტანება ამ მოწყობილობის ჟურნალში ან პასპორტში.
4. არმატურის რევიზიის შედეგები ფორმდება აქტით (დანართი 6).
5. ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი უწესივრო არმატურა უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს.
6. შეკეთების შემდეგ არმატურა უნდა შემოწმდეს მოქმედების წესივრულობაზე და გამოიცადოს დამამზადებელი ქარხნების პასპორტებისა და „წესების” მოთხოვნების შესაბამისად.
7. რემონტისა და გამოცდების შედეგები ფორმდება აქტით (დანართი 6).
8. გარდა 23-ე პუნქტში მითითებულისა, გაზსავსები საკომპრესორო სადგურის გაზსადენებზე დაყენებული არმატურა ყოველკვარტალურად ისინჯება სამუშაო პირობებში. გასინჯვისას მოწმდება ჩობლიანი მოწყობილობის ჰერმეტულობა და საკეტი მექანიზმის მოქმედების წესივრულობა, ამასთან: შპინდელის სვლა საკვალთებსა და ვენტილებში უნდა იყოს მდოვრე; საკეტი მექანიზმი მოძრაობისას უნდა გადაადგილდებოდეს ჩაჭექის გარეშე; შპინდელისა და ჭოკის ზედაპირები უნდა იყოს სუფთა და არ უნდა ჰქონდეს ხილული მექანიკური დაზიანებებ