1. საწარმოო სათავსების იატაკების მოწმენდა წარმოებს საჭიროებისამებრ, მაგრამ ცვლაში ერთხელ მაინც ნოტიო ან სხვა მეთოდით, რომლითაც გამორიცხული იქნება ამტვერება.
2. აკრძალულია იატაკის მოსარეცხად ბენზინის, ნავთისა და ადვილაალებადი სითხეების გამოყენება.
3. გამოყენებული საწმენდი მასალა უნდა შეგროვდეს სახურავიან ლითონის ყუთებში და გატანილ იქნეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.
4. საწარმოო სათავსებში განათებისა და ძალური ელექტროქსელის უწესივრობები დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას. აფეთქებასაფრთხიან ზონებში ელექტროდანადგარების სარემონტო სამუშაოები უნდა წარმოებდეს ძაბვის მოხსნის შემდეგ.