1. გაზსავსებ საკომპრესორო სადგურში გაზსაშიშ სამუშაოებს მიეკუთვნება:
ა. ავტომობილების ბალონების შეკუმშული გაზით ავსების (გაწყობის) ტექნოლოგიასთან დაკავშირებული გაზსადენებისა და მოწყობილობის ექსპლუატაციაში შეყვანა (გაზის გაშვება);
ბ. ავტომობილების შეკუმშული გაზით გაწყობის ტექნოლოგიასთან დაკავშირებული გაზსადენების, არმატურის, მოწყობილობის რემონტი;
გ. გაზსადენებზე სახშობების დაყენება (მოხსნა);
დ. მოქმედი გაზსადენებიდან გამორთული, ავტომობილების შეკუმშული გაზით გაწყობასთან დაკავშირებული გაზსადენებისა და ტექნოლოგიური მოწყობილობის დემონტაჟი;
ე. სამუშაოები აკუმულატორების, ტევადობებისა და სხვა ამგვარი აპარატების შიგნით;
ვ. გრუნტის გათხრა გაზის გაჟონვის ადგილებში;
ზ. სარემონტო სამუშაოები სათავსებისა (ბლოკ-ბოქსები) და გარე ტექნოლოგიური დანადგარების აფეთქებასაფრთხიან ზონებში;
თ. სარემონტო სამუშაოები დაგაზიანების ზონებში;
ი. ტექნოლოგიური ხასიათის სამუშაოები: ავტომობილების გაწყობა შეკუმშული გაზით, ზეთგამომყოფებისა და ტენგამომყოფების გაქრევა, გაზსადენებისა და არმატურის შეერთების სიმჭიდროვის შემოწმება, გაზის სინჯების აღება და სხვა სამუშაოები, რომლებიც გათვალისწინებულია ტექნოლოგიური ინსტრუქციებით.
2. ყოველ გაზსავსებ საკომპრესორო სადგურში უნდა შედგეს აფეთქებასაფრთხიანი სათავსებისა და დანადგარების ნუსხა და დადგინდეს აფეთქებასაფრთხიანი ზონების საზღვრები „ელექტროდანადგარების მოწყობის წესების” შესაბამისად (დანართი 15).
3. გაზსავსებ საკომპრესორო სადგურში აფეთქებასაფრთხიან ზონებს განეკუთვნება:
ა. საწარმოო სათავსები, რომლებშიც დაყენებულია შეკუმშული ბუნებრივი გაზის მისაღები ტექნოლოგიური დანადგარები (კომპრესორები, გაზის აკუმულატორები, ჩამკეტი და მარეგულირებელი არმატურის კვანძები და ა.შ.), აგრეთვე ამ სათავსების გამწოვი ვენტილაციის კამერები - B-Ia კლასი;
ბ. სივრცე გარე ტექნოლოგიურ დანადგარებთან (გაზის მანაწილებელი სადგურები, კარადული გაზმარეგულირებელი დანადგარები, გაზის ელექტროშემათბობლები, გაზგასაწყობი სვეტები და ა. შ.) - B-Iг კლასი.
4. სადგურში დამუშავებული და მთავარი ინჟინრის (ტექნიკური დირექტორის) მიერ დამტკიცებული უნდა იყოს გაზსაშიში სამუშაოების ნუსხა (დანართი 7), რომლებიც სრულდება:
ა. განწეს-დაშვების გაფორმებით (დანართი 3) და ჟურნალში რეგისტრაციით (დანართი 4);
ბ. განწეს-დაშვების გაფორმების გარეშე ჟურნალში რეგისტრაციით (დანართი 8);
გ. შესაძლო ავარიული სიტუაციებისა და ავარიების ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის საჭიროებით.
5. გაზსაშიში სამუშაოების ნუსხა ექვემდებარება გადასინჯვასა და კვლავდამტკიცებას წელიწადში ერთხელ მაინც. თუ წარმოიქმნა ისეთი გაზსაშიში სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა, რომლებიც არ არის მითითებული ნუსხაში, ისინი უნდა ჩატარდეს განწეს-დაშვების გაფორმებით, მათი შემდგომი შეტანით ნუსხაში.
6. გაზსაშიში სამუშაოების ნუსხაში მითითებული უნდა იყოს: სამუშაოს ადგილი და ხასიათი, შესაძლო მავნე და საშიში საწარმოო ფაქტორები მისი ჩატარებისას, შემსრულებელთა კატეგორია (სადგურის თუ სხვა სამსახურის პერსონალი).
7. გაზსაშიშ სამუშაოებს ასრულებს ბრიგადა არანაკლებ ორი კაცის შემადგენლობით.
8. გაზსაშიში სამუშაოს წარმოების პროცესში ყველა განკარგულება უნდა გასცეს სამუშაოზე პასუხისმგებელმა პირმა. სხვა თანამდებობის პირებსა და ხელმძღვანელებს, რომლებიც ესწრებიან სამუშაოს შესრულებას, შეუძლიათ მისცენ მითითებები მუშებს მხოლოდ სამუშაოს შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის საშუალებით.
9. გაზსაშიში სამუშაოები, გარდა ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ი” ქვეპუნქტში მითითებულისა, როგორც წესი, უნდა შესრულდეს დღის სინათლეზე. ავარიული სიტუაციების ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის სამუშაოები სრულდება დღე-ღამის ნებისმიერ დროს სპეციალისტის ან ხელმძღვანელის თანდასწრებით და უშუალო ხელმძღვანელობით.
10. გაზსაშიში სამუშაოების წარმოების ადგილას გარეშე პირთა ყოფნა, აგრეთვე, თამბაქოს მოწევა და ღია ცეცხლის წყაროს გამოყენება აკრძალულია. ქვაბულები და ჭები მათში სამუშაოების წარმოებისას უნდა შემოიღობოს. ქვაბულის ზომები უნდა უზრუნველყოფდეს სამუშაო ინსტრუმენტების, მასალებისა და მოწყობილობის განთავსებისა და მუშაობის მოხერხებულობას. სამუშაო ადგილის მახლობლად სამუშაოების მთელი დროის განმავლობაში გამოკრული უნდა იყოს პლაკატი „გაზსაშიში სამუშაოები”.
11. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები სრულდება „გაზსავსებ საკომპრესორო სადგურში ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოების” ინსტრუქციის (დანართი 10) მოთხოვნების შესაბამისა